სათუარა II
იერსახე
სათუარა II — ხურიტული სამეფოს, მითანის უკანასკნელი მეფე დაახლოებით ძვ. წ. 1290–1275 წლებში. ითვლებოდა ხეთების ვასალად.
ასურეთის მითანიში ლაშქრობისას თავისი ჯარით შეეგება ასურეთის მეფეს სალმანასარ I-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უმაგრებდა ხეთებისა და ახლამუს რაზმები, სასტიკად დამარცხდა, მითანის სამეფოს ტერიტორია კი ასურეთის სახელმწიფოს შეემატა.
ლიტერატურა
- გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988, გვ. 195
წინამორბედი: ვასაშათა |
მითანის მეფე ძვ. წ. 1290 – ძვ. წ. 1275 |
შემდეგი: – |
|