საიდუმლო მასალები (სეზონი 3)
საიდუმლო მასალები (სეზონი 3) | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 24 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 22 სექტემბერი, 1995 | – 17 მაისი, 1996
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მესამე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1995 წლის 22 სექტემბერს გავიდა და დასრულდა 1996 წლის 17 მაისს, 24 ეპიზოდის შემდეგ.
სერიალის მესამე სეზონში მოქმედება მიმდინარეობს წინა სეზონის შემდეგ. აგრეთვე წარმოდგენილია ახალი სიუჟეტური ელემენტები. ძირითადი სიუჟეტის მიხედვით, ფოქს მალდერი აღმოაჩენს უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის ვიდეოს, ხოლო სკალი ეძებს თავისი დის მკვლელს. აგრეთვე იკვლევენ იდუმალი X-ის პიროვნებას. ამ სეზონში აგრეთვე პირველად გამოჩნდნენ პირველი უფროსი (დონ. ს. უილიამსი) და უცხოპლანეტური ვირუსი, ცნობილი როგორც „შავი ზეთი“. აგრეთვე ნაჩვენები იყო რამდენიმე ეპიზოდი კატეგორიიდან „კვირის ბოროტი პერსონაჟი“, რომლებიც არ ეხება სერიალის ძირითად მითოლოგიას.
ამ სეზონს ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგები, ვიდრე წინა ორს და მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა. სტატისტიკის სამსახურ Nielsen-ის მიხედვით, პირველი ეპიზოდის რეიტინგი 19.94-ს შეადგენდა და იყო ორზე უფრო მეტი, ვიდრე წინა სეზონის სადებიუტო ეპიზოდის შემთხვევაში. შემდგომში ყველა ეპიზოდის რეიტინგი შენარჩუნდა 15.0-ს ზევით. ტელეკრიტიკოსებმა სეზონი ძირითადად დადებითად შეაფასეს. მან მიიღო ემის 5 ჯილდო. სცენარისტი დეივ მორგანი აღფრთოვანებით აღწერდა ეპიზოდებს „კლაიდ ბრუკმენის უკანასკნელი დასვენება“ და „ჯო ჩანგის "ღია კოსმოსიდან"“. თავად მორგანმა სერიალი ამ სეზონის შემდეგ დატოვა, ვინაიდან სწრაფად განვითარებად სიუჟეტებს და გადაღებების გრაფიკს ვერ შეეჩვია.
ეპიზოდები
ეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით (), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- საიდუმლო მასალები, ეპიზოდების სია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- საიდუმლო მასალები - ეპიზოდების სია საიტზე TV.com
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|