საკმარა
საკმარა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted საკმარა | |
ქვეყანა |
რუსეთის დროშა რუსეთი ბაშკირეთი |
სათავე |
ურალთაუს ქედი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სათავის სიმაღლე | დაახლოებით 800 მ |
შესართავი |
ურალი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 798 კმ |
აუზის ფართობი | 30 200 კმ² |
მდინარის სისტემა | ურალი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 144 მ³/წმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — სათავე, ესკიზის შექმნის შეცდომა: — შესართავი | |
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|საკმარა]] ვიკისაწყობში |
საკმარა (რუს. Сакмара; ბაშკ. Һаҡмар ) — მდინარე რუსეთში. გაედინება ბაშკირეთისა (348 კმ) და ორენბურგის ოლქის (412 კმ) ტერიტორიაზე. ერთვის მდინარე ურალს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 798 კმ, აუზის ფართობი 30 200 კმ². საერთო ვარდნა 570 მ. სათავე აქვს ურალთაუს ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე. გაედინება ფართო მთის ხეობაში, გარს უვლის ზილაირის პლატოს, იჭრება ღრმა ხეობაში და დასავლეთისაკენ უხვევს. ძირითადად თოვლის წყლით იკვებება. წყალდიდობა აპრილიდან ივნისის დასაწყისამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავიდან 55 კილომეტრზე 144 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილში. საკმარა საკმაოდ უხვწყლიანი მდინარეა. დამახასიათებელია სწრაფი დინება, ორენბურგის სიახლოვეს შედარებით წყნარი. მდინარეში წყალი ზაფხულშიც კი ცივია. სიგანე ადგილ-ადგილ 80 მეტრამდეა და მეტიც, ხოლო სიღრმე 5 მ-მდე. მდინარე ურალის წყლის ტემპერატურასთან შედარებით, ტემპერატურა საკმარაში 2°C-ით დაბალია. მდინარის აუზის ზილაირის პლატოს ფარგლებშია მოქცეულია, რომელიც აგებულია მაქსიუტოვის მეტამორფული კომპლექსის ქანებით; ნაწილობრივ მასზე კარსტია განვითარებული. აუზის ტყიანობა 75 %-ს შეადგენს. დიდი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ზილაირი, დიდი იქი და სალმიში. ქვემო დინებაში სანაოსნოა. მდინარის ნაპირზეა ქალაქი კუვანდიკი, ხოლო შესართავის სიახლოვეს სოფელი საკმარა, მდინარე ურალზე ორენბურგი.
რესურსები ინტერნეტში
- საკმარა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- საკმარა — ბაშკირეთის ენციკლოპედია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)