სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ — ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ორკვირეული დამატება. გამოვიდა 1832 წლის იანვარში, გამოიცა სულ 6 ნომერი,[1] ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ხუთმა, რედაქტორ-გამომცემელი — სოლომონ დოდაშვილი. „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველ ქართულ ჟურნალად ითვლება. იბეჭდებოდა თარგმანები, ლექსები, მასალები ლიტერატურის, კრიტიკის ისტორიიდან, აღმოსავლეთის ისტორიიდან, განცხადებები და სხვა. თანამშრომლობდნენ გ. ერისთავი, ს. დოდაშვილი და ქართველი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 693.
სქოლიო
- ↑ ინგილო ჯანაშვილი, სოლომონ დოდაევი // „დროება“, 14 მაისი, 1875, № 54, გვ. 1–2.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted