შინაარსზე გადასვლა

სამარის ფეხბურთის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარგი:If declined
სამარის ფეხბურთის მუზეუმი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Музей самарского футбола.jpg
მუზეუმის ინტერიერი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა ოქტომბერი, 2007
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
დამაარსებლები სერგეი ლეიბგრადი და ალექსანდრე ჩერნიშევი
მდებარეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სტატუსი მუზეუმი
ვიზიტორები 5000-მდე
ოფიციალური საიტი [football-museum.ru football-museum.ru]
თარგი:If declined

სამარის ფეხბურთის მუზეუმი (რუს. Музей самарского футбола) — ფეხბურთის მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში. მუზეუმის ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი საფეხბურთო კლუბ „კრილია სოვეტოვს“ ეძღვნება (დაარსდა 1942 წელს). სამარის ფეხბურთი, რომლის 100 წლის იუბილეც 2011 წელს აღინიშნა, მუზეუმში წარმოდგენილია სხვა რეგიონალური გუნდების: კუიბიშევის „მეტალურგის“, „ლოკომოტივის“, „დინამოს“, ტოლიატის „ლადის“, სამარის „იუნიტის“, „სიზრანი-2003“-ისა და იური კონოპლიოვის სახელობის საფეხბურთო აკადემიის ისტორიებით. მუზეუმის ექსპონატები და აღჭურვილობა საჩუქრად და შემოწირულობების სახით „კრილია სოვეტოვის“ გულშემატკივრებმა, ვეტერანებმა, მწვრთნელებმა და რეგიონული გუნდების მოქმედმა ფეხბურთელებმა გაიღეს. ასევე ზოგიერთმა უცხოურმა და რუსეთის პრემიერ-ლიგის, პირველი და მეორე ლიგების გუნდებმა.

ისტორია

მუზეუმი 2007 წლის ოქტომბერში სამარის სპორტული ლიცეუმის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში შეიქმნა. იდეის ავტორები პოეტი და ტელეწამყვანი სერგეი ლეიბგრადი და გულშემატკივართა სააქციო საზოგადოება „Волжский бастион“-ის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩერნიშევი იყვნენ. 2014 წლის 1 ოქტომბრიდან მუზეუმი კუიბიშევის მოედანთან ახლოს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ზედა სართულზეა განთავსებული.

მუზეუმის შენობა სამარის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციამ გამოყო. ცენტრ-მუზეუმი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა: ტრადიციული სამუზეუმო ექსპოზიციის გარდა მასში წარმოდგენილია საფეხბურთო სტადიონის, კარისა და ხელოვნური გაზონის ფრაგმენტები, ფერწერული და ფოტოგრაფიული მხატვრული ნამუშევრები, ასევე საფეხბურთო თემის ინსტალაციები.

სამარის ფეხბურთის საზოგადოებრივი მუზეუმის გახსნის ცერემონია საფეხბურთო კლუბ „კრილია სოვეტოვის“ ვეტერანების, ახალგაზრდა ფეხბურთელების (აპრილი-მაისი 2008 წელი), ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკისა და მოქმედი ფეხბურთელების (ივლისი, 2008 წელი) მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი, მოთამაშეები ალექსანდრე ციგანკოვი, ანდრეი გუსინი და ალექსანდრე მაკაროვი (აგვისტო, 2008 წელი). 2010 წლის 28 მარტს სამარის ფეხბურთის მუზეუმში კლუბის 19 ახალწვეულისა და „კრილია სოვეტოვის“ ახალი მთავარი მწვრთნელის იური გაზაევის სიმბოლური კურთხევა გაიმართა.

ინტერნეტ-რესურსები