სამდივანბეგო
იერსახე
სამდივანბეგო, მდივანბეგის სარგო ფულადი სასამართლო გადასახად-გამოსაღები გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მოსამართლეობისათვის სამდივანბეგო მიეცემოდა აგრეთვე ქალაქის (თბილისის) მოურავს, ბატონიშვილს (მეფის ძეს), შეიხ ალ-ისლამს (მუსლიმანური სამართლის მცოდნეს). სამდივანბეგოს ნაწილი სამეფოდ გადაიდებოდა, ხოლო წილი ცალკეულ მოხელეებსაც ერგებოდა. სამდივანბეგოს იხდიდა პროცესში დამარცხებული მხარე. ტერმინი „სამდივანბეგო“ „სადავოს“ მნიშვნელობითაც იხმარებოდა.
ლიტერატურა
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 711.