სანგა
სანგა ფრანგ. Sangha | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ქვეყანა |
ესკიზის შექმნის შეცდომა: კამერუნი კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
სათავე |
მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავი |
კონგო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავის მდებარეობა | ნოლა |
სიგრძე | 785 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფაილი:Blue 0080ff pog.svg — სათავე, ესკიზის შექმნის შეცდომა: — შესართავი | |
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|სანგა]] ვიკისაწყობში |
სანგა (ფრანგ. Sangha) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს შენაკადი. წარმოიქმნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სანგა-მბაერეს ეკონომიკურ პრეფექტურაში მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარე სანგის და მისი შენაკადების წყალშემკრები აუზის ტერიტორია მოიცავს კამერუნის აღმოსავლეთის რეგიონს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთის პრეფექტურებს (ნანა-მამბერე, მამბერე-კადეი და სანგა-მბაერე) და კონგოს რესპუბლიკის სანგის და კიუვეტის დეპარტამენტებს. მდინარის სიგრძე შეადგენს 785 კმ-ს[1][2].
მორფომეტრია
მდინარე სანგა წარმოიქმნება მდინარეების — კადეის და მამბერეს შეერთების შემდეგ. მდინარის სიგრძე შეერთების ადგილიდან შეადგენს დაახლოებით 790 კმ-ს და დაახლოებით 1300 კმ-ს მდინარე კადეისთან ერთად. წყალშემკრები აუზის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 200 ათას კმ²-ს.
ჰიდროგრაფია
ორივე საწყისი მდინარე, კადეი და მამბერე, სათავეს იღებენ კამერუნის მთიანეთის სამხრეთის ფერდოებზე. მარჯვენა შენაკადის სახით ჩაედინება მდინარე კონგოში.
შენაკადები
წყლის რეჟიმი
წყლის საშუალო ხარჯი იცვლება 700 მ³/წმ-დან (მარტი) 4250 მ³/წმ-მდე (ოქტომბერი — ნოემბერი). სანაოსნოა მთელ სიგრძეზე საწყისი მდინარეების შეერთების ადგილიდან (კადეი და მამბერე) მდინარე კონგოსთან შეერთებამდე.
ნაკრძალები
მდინარის გასწვრივ მდებარე ნაკრძალები ლობეკე, ძანგა-სანგა და ძანგა-ნდაკი, ბუნებაში ერთ-ერთი უკანასკნელი შემონახული ბუნებრივი საბინადრო ადგილია ისეთი ცხოველებისა, როგორებიცაა ველური ტყის სპილო და დასავლეთის დაბლობის გორილა, ველური აფრიკული კამეჩი და ჯუჯა ბეჰემოთი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted