სასარგებლო წიაღისეული
იერსახე
სასარგებლო წიაღისეული — დედამიწის ქერქში არსებული არაორგანული და ორგანული მინერალური წარმონაქმნები, რომლებსაც იყენებენ სახალხო მეურნეობაში. სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ სხვადასხვა გენეტური ტიპის სასარგებლო წიაღისეულის საბადოდან.
სახეობები
- ლითონური (მადნეული) სასარგებლო წიაღისეული – შავი, ფერადი, მსუბუქი, იშვიათი, რადიაქტიური ლითონების და იშვიათ მიწათა ელემენტების მადნები, აგრეთვე ლითონური თვითნაბადი ელემენტები.
- არალითონური (არამადნეული) სასარგებლო წიაღისეული – სამთოქიმიური ნედლეული (სხვადასხვა) მარილი, თაბაშირი, ბარიტი, გოგირდი, ფოსფორიტები, აპატიტი და სხვა), ბუნებრივი აბრაზიული, ელექტროსაიზოლაციო, თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო, ცეცხგამძლე, ტუტეგამძლე, მჟავაგამძლე და საშენი მასალები, ძვირფასი, სანახელავო და ტექნიკური ქვები, პიეზო ოპტიკური ნედლეული და სხვა.
- საწვავი სასარგებლო წიაღისეული – ნავთობი, ბუნებრივი საწვავი აირები, წიაღისეული ნახშირი, ტორფი, საწვავი ფიქლები.
- ჰიდრომინერალური სასარგებლო წიაღისეული – მინერალური წყლები, სასმელი მიწისქვეშა წყლები.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ოთხმეზური ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 117.