სასიქი
იერსახე
სასიქი | |
---|---|
სასიქი სასიქი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | უკრაინის დროშა უკრაინა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | - 0,6 მ |
ფართობი | 75 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 1,2 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სასიქი (უკრ. Сасик, Сасик-Сиваш) — მარილიანი ტბა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. განფენილია ქალაქებს ევპატორიასა და საკის შორის. ფართობი 75,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 1,2 მ. მდებარეობს შავი ზღვის დონიდან 0,6 მ-ით დაბლა. ზღვიდან გამოყოფილია ნაყარით, რომლის სიგანე 0,9–1,7 კმ აღწევს. ტბა ძირითადად იკვებება მიწისქვეშა წყაროებითა და ნაყარს შორის გამავალი ზღვის წყლით. ტბის ფართობი ზაფხულში შესამჩნევად მცირდება, ამასთანავე მატულობს მარილიანობა. ტბა სამკურნალოა და გამოიყენება რეკრეაციისთვის.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- სასიქი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)