საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2014
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2014) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომლის პირველი ტური გაიმართა 2014 წლის 15 ივნისს, ხოლო მეორე ტური — 12 ივლისს. ამ არჩევნებს წინ უსწრებდა საპარლამენტო (2012) და საპრეზიდენტო (2013) არჩევნები, რომლებშიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. არჩევნები გაიმართა 76 მუნიციპალიტეტში. მერები და გამგებლები აირჩიეს პირდაპირი წესით 50%-იანი ბარიერით.
საარჩევნო სუბიექტები
პარტიულ-პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობდნენ:
- №1 – საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - (თავისუფალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები)
- №2 – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
- №3 – ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია; (დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ქართული დასი)
- №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- №6 – გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია;
- №7 – უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე;
- №8 – დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
- №9 – საარჩევნო ბლოკი თვითმმართველობა ხალხს;
- №10 – ხალხის პარტია;
- №11 – ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები;
- №12 – ჩვენი საქართველო;
- №13 – მომავალი საქართველო;
- №14 – ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია;
- №15 – სახალხო მოძრაობა;
- №16 – ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);
- №17 – ერთიანობის დარბაზი;
- №18 – სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა;
- №19 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
- №20 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
- №26 – სახალხო პარტია;
- №30 – მერაბ კოსტავას საზოგადოება;
- №36 – საქართველოს მშრომელთა საბჭო;
- №41 – საარჩევნო ბლოკი - ქართული ოცნება (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს);
გარდა ამისა, საკრებულოების 2086 წევრის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა 16190 კანდიდატი.
შედეგები
არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44%. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ მიიღო ხმათა 46,13%, ნიკა მელიამ „ენმ-დან“ — 27,91%. მეორე ტურში გაიმარჯვა ნარმანიამ. ყველა მერისა და გამგებლის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის 22 მუნიციპალიტეტში მეორე ტურში. ყველა ადგილობრივ საკრებულოში ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა 50,8%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22,4%, „ერთიანმა ოპოზიციამ“ 10% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 4,72%.
ლიტერატურა
- „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015, გვ. 156-158
რესურსები ინტერნეტში
- არჩევნების შედეგები ცესკოს საიტზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|