საქართველოს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქართველოს ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები დაფუძნდა 2010 წლის 16 სექტემბერს. "საქართველოს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები" წარმოადგენს დამოუკიდებელ არასამთავრობო პოლიტიკურად ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია სოციალ-დემოკრატიული და პროგრესული პოლიტიკის ღირებულებებისა და სოციალური სამართლიანობის იდეის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის გაზრდაზე. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს:
- დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.
- მდგრადი ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების წახალისებას.
- თანამედროვე ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელის საფუძვლების განვითარებას: ხელმისაწვდომი განათლება, საყოველთაო ჯანდაცვა, ღირსეული და ნებაყოფლობითი შრომის უფლებების დაცვა, ანტი-მონოპოლიური საბჭოები, და სხვა.
- სოციალური სამართლიანობის იდეის მხარდაჭერას. თავისუფალი, ემანსიპირებული და პროგრესული საზოგადოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, ვემხრობით ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თანასწორობის, გენდერული თანასწორობის იდეებს, რელიგიური/ეთნიკური/სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასა და მათი საზოგადოებაში ღირსეულ ინტეგრაციის ხელშეწყობას.
- ამ იდეების მატრებელ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც იღწვიან მათი პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში განხორციელებისათვის.