საქართველოს თავდაცვის ძალები
საქართველოს თავდაცვის ძალები | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted საქართველოს თავდაცვის ძალების გერბი | |
შეიქმნა | 30 აპრილი, 1991 |
ნაწილები |
სახმელეთო ჯარები ფაილი:Flag of the Aviation and Air Defense Command of the Defense Forces of Georgia.png ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა ფაილი:National Guard of Georgia flag (2018).png ეროვნული გვარდია |
შტაბი | თბილისი, საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
მთავარსარდალი | ფაილი:Flag of the President of Georgia.svg სალომე ზურაბიშვილი |
თავდაცვის მინისტრი | ირაკლი ჩიქოვანი |
შტაბის უფროსი | გიორგი მათიაშვილი |
ცოცხალი ძალა | |
ხელმისაწვდომი სამსახურითვის |
მამ. 1 038 736, ასაკი: 15–49 |
გამოსადეგი სამსახურითვის |
მამ. 827 281, ასაკი: 15–49 |
სამხედრო ასაკი | 18 წელი სავალდებულო და ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურისთვის |
აქტიური | 37 000 |
ფინანსები | |
ბიუჯეტი | ₾ 1,3 მილიარდი (2023)[1] |
ინდუსტრია | |
ადგილობრივი მომწოდებლები |
თბილავიამშენი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ |
უცხოელი მომწოდებლები |
ნატო თურქეთის დროშა თურქეთი ისრაელის დროშა ისრაელი აშშ-ის დროშა აშშ უკრაინის დროშა უკრაინა |
ისტორია | |
წოდებები | საქართველოს სამხედრო წოდებები |
თარგი:საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს თავდაცვის ძალები (2019 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები) — საქართველოს სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა — გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან.[2] თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000-მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი.
2012 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) განსაზღვრულია არაუმეტეს 37000 კაცისა.[3]
ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
- თავდაცვის სამინისტრო (სამოქალაქო ოფისი);
- გენერალური შტაბი:
- საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი
- წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა:
- ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“;
- ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი;
- სერჟანტთა მომზადების სკოლა;
- საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;
- ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (ნახევრად სამხედრო)
- სსიპ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემია (გორი)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლები
- გიორგი კვინიტაძე, 26 მაისი, 1918 - 13 დეკემბერი, 1920
- ილია ოდიშელიძე, 13 დეკემბერი, 1920 - 16 თებერვალი, 1921
- გიორგი კვინიტაძე, 16 თებერვალი, 1921 - 17 მარტი, 1921
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსები (საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეები)
- ჯემალ ქუთათელაძე, აგვისტო, 1991 - დეკემბერი, 1991
- ავთანდილ ცქიტიშვილი, იანვარი, 1992 - დეკემბერი, 1993
- გურამ ნიკოლაიშვილი, დეკემბერი, 1993 - ივნისი, 1994
- ნოდარ თათარაშვილი, ივნისი, 1994 - ივნისი, 1996
- ზურაბ მეფარიშვილი, ივნისი, 1996 - მაისი, 1998
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები
- ჯონი ფირცხალაიშვილი, მაისი, 1998 - 8 სექტემბერი, 2003
- გივი იუკურიძე, თებერვალი, 2004 - 25 აგვისტო, 2004
- ვახტანგ კაპანაძე, 25 აგვისტო, 2004 - 18 თებერვალი, 2005
- ლევან ნიკოლეიშვილი, 18 თებერვალი, 2005 - 2 ნოემბერი, 2006
- ზაზა გოგავა, 2 ნოემბერი, 2006 - 4 ნოემბერი, 2008
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსები
- ვლადიმერ ჩაჩიბაია, 4 ნოემბერი, 2008 - 5 მარტი, 2009
- დევი ჭანკოტაძე, 5 მარტი, 2009 - 8 ოქტომბერი, 2012
- გიორგი კალანდაძე, 8 ოქტომბერი, 2012 - 11 ნოემბერი, 2012
- ვახტანგ კაპანაძე (მოვალეობის შემსრულებელი), 11 ნოემბერი, 2012 - 4 დეკემბერი, 2012
- ირაკლი ძნელაძე, 4 დეკემბერი, 2012 - 22 ნოემბერი, 2013
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები
- ვახტანგ კაპანაძე (მეორეჯერ), 22 ნოემბერი, 2013 - 22 ნოემბერი, 2016
- ვლადიმერ ჩაჩიბაია, 22 ნოემბერი, 2016 - 20 დეკემბერი, 2018
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურები
შეიარაღება
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვებ პორტალი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2009).
- ეროვნული უშიშროების საბჭო. ვებ პორტალი (2009).
- სამხედრო კარიერა.
სქოლიო
- ↑ THE PARLIAMENT DISCUSSING THE DRAFT STATE BUDGET 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-01. ციტირების თარიღი: 2023-09-07.
- ↑ პარლამენტი: საქართველოს თავდაცვის შესახებ. საქართველოს კანონი (1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2012.
- ↑ პარლამენტი: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ. საქართველოს კანონი (2011). ციტირების თარიღი: 2012.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted