საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ყრილობა
საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ყრილობა — კომუნისტური პარტიის დებულებების მიხედვით, პარტიის ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო, რომელიც რეგულარულად იწვევდა მისი დელეგატების შეხვედრებს.
ყრილობები
თარიღი | ყრილობა | დღის წესრიგი |
---|---|---|
1922 წლის 23 იანვარი — 1 თებერვალი | საქ. კპ (ბ) I ყრილობა | საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობა; საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური და ორგანიზავიული მუშაობის ანგარიში; პარტია და პროფკავშირები; ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და საქართველოში მისი განხორციელების პირობები; აგრარული პოლიტიკა; სასურსათო პოლიტიკა და კოოპერაცია; საბჭოთა მშენებლობების ამოცანები; ეროვნული საკითხი; პარტიული მშენებლობის მორიგი საკითხები; პარტიის წმენდის შედეგები; საკონტროლო კომისიის მოხსენება; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1923 წლის 14 — 18 მარტი | საქ. კპ (ბ) II ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური და საორგანიზაციო მუშაობის ანგარიშები; სარევიზიო და ცენტრალური საკონტროლო კომისიების მოხსენებები; პროფკავშირისა და კომკავშირის მუშაობა; აგრარული და ეროვნული საკითხები. დღის წესრიგის ყველა საკითხი განიხილა რკპ (ბ) X დაXI ყრილობების გადაწყვეტილებათა შესაბამისად. |
1924 წლის 6 —11 მაისი | საქ. კპ (ბ) III ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ბესარიონ ლომინაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიის ანგარიში (შამშე ლეჟავა); ეროვნული პოლიტიკის შედეგები (გრიგოლ ორჯონიკიძე); სოფლად მუშაობის შესახებ (ფილიპე მახარაძე); მრეწველობისა და სოფლის მეურნეობა (შალვა ელიავა); საშინაო ვაჭრობა და სამომხმარებლო კოოპერაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ახალგაზრდობას შორის მუშაობა (მიხეილ კახიანი); ხელმძღვანელობის ორგანოების არჩევნები. |
1925 წლის 30 ნოემბერი — 5 დეკემბერი | საქ. კპ (ბ) IV ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (მიხეილ კახიანი); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიის ანგარიში (ანდრო დოლიძე, შამშე ლეჟავა); პროფკავშირების ამოცანების შესახებ; რესპუბლიკის მრეწველობა და მისი პერსპექტივები (შალვა ელიავა); სოფლად მუშაობა (ფილიპე მახარაძე); ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1927 წლის12—19 ნოემბერი | საქ. კპ (ბ) V ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (მიხეილ კახიანი). საქ კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის ანგარიში (ანდრო დოლიძე); სოფლად მუშაობის შესახებ (ფილიპე მახარაძე);სარევიზიო კომისიის ანგარიში; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1929 წლის 1—10 ივლისი | საქ. კპ (ბ) VI ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის, სარევიზიო კომისიის, ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის ანგარიშები; საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა; სოფლის მეურნეობის განვითარების გზები საქართველოში და სოფლად მუშაობა; სამანდატო კომისიის მოხსენება; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1930 წლის 28 მაისი — 5 ივნისი | საქ. კპ (ბ) VII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის (ლევან ღოღობერიძე), სარევიზიო კომისიის (ი. ჭელიძე), საქ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის (ვ. ივანოვ-კავკაზსკი) ანგარიშები; საქართველოში საკოლმეურნეო მშენებლობის პრესპექტივებისა და საგაზაფხულო-სამეურნეო კამპანიის გეგმის შესწრლების შესახებ (ფილიპე მახარაძე); სამანდატო კომისიის ანგარიში; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1932 წლის 20—24 ივნისი | საქ. კპ (ბ) VIII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში, სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის მოხსენება; არჩევნები. |
1934 წლის 10—14 ივნისი | საქ. კპ (ბ) IXყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში; საქ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის — მუშგლეხინის ანგარიში; სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1937 წლის 15—21 მაისი | საქ. კპ (ბ) X ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები. ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1938 წლის 15—19 ივნისი | საქ. კპ (ბ) XI ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში;სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1939 წლის 26 თებერვალი — 2 მარტი | საქ. კპ (ბ) XII ყრილობა | თეზისები საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის მოხსენებისა სსრკ სახალხო მეურნეობის ხუთწლიანი გეგმის შესახებ (კანდიდ ჩარკვიანი); თეზისები საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის, მოხსენებისა დაკავშირო კპ (ბ) წესდებაში ცვლილებათა შესახებ (კ. შეროზია); საკ. კპ (ბ) XVIII ყრილობის დელეგატთა არჩევნები. |
1939 წლის 15— 19 მარტი | საქ. კპ (ბ) XIII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები. ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები. |
1949 წლის 25 — 29 იანვარი | საქ. კპ (ბ) XIV ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (კანდიდ ჩარკვიანი), სარევიზიო კომისიის ანგარიში (არჩილ გიორგაძე), ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1952 წლის 15 — 18 სექტემბერი | საქ. კპ (ბ) XVყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ა. მგელაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (კ. თარგამაძე), „საკ კპ (ბ) XIX ყრილობის დირექტივები სსრკ სახალხო მეურნეობის განვითარების 1951—1955 წლების V ხუთლიანი გეგმის შესახებ“ პროექტის განხილვა, საკ. კპ (ბ) შეცვლილი წესდების ტექსტის პროექტის განხილვა; ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1954 წლის 16 — თებერვალი | საქ. კპ XVI ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხენება (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (არჩილ გიორგაძე), პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1956 წლის 18 — 21 იანვარი | საქ. კპ XVII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხსენება (ვასალ მჟავანაძე); სკკპ XX ყრილობის დირექტივების პროექტი — სსრკ სახალხო მეურნეობის განვითარების 1956—1960 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ (გივი ჯავახიშვილი); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1958 წლის 27 — 29 იანვარი | საქ. კპ XVIII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (დ. გელაშვილი); ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1959 წლის 12—13 იანვარი | საქ. კპ XIX ყრილობა | თეზისები მოხსენებისა სკკპ XXI ყრილობაზე „სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959—1965 წლების საკონტროლო ციფრები“და საქართველოს პარტიული ორგანიზაციების ამოვანები (ვასილ მჟავანაძე), სკკპ XXI რიგგარეშე ყრილობის დელეგატთა არჩევნები. |
1960 წლის 25—26 იანვარი | საქ. კპ XX ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (დ. გელაშვილი), ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1961 წლის 27—29 სექტემბერი | საქ. კპ XXI ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (თ. აბაშმაძე), სკკპ პროგრამის პროექტის განხილვა (გივი ჯავახიშვილი); სკკპ წესდების პროექტის განხილვა (პ. კოვანოვი); პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები. |
1964 წლის 29—30 იანვარი | საქ. კპ XXII ყრილობა | საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); საქ. კპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
1966 წლის 2—4 მარტი | საქ. კპ XXIII ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში; სარევიზიო კომისიის ანგარიში; „სკკპ XXIII ყრილობის დირექტივები სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1966—1970 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ“ (პროექტი). |
1971 წლის 27 თებერვალი —1 მარტი | საქ. კპ XXIV ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურის კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (გერასიმე ფირცხალავა); „სკკპ XXIV ყრილობის დირექტივები სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1971—1975 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ“ (გივი ჯავახიშვილი), ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები. |
1976 წლის 22—24 იანვარი | საქ. კპ XXVყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ედუარდ შევარდნაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (გერასიმე ფირცხალავა); პარტიის XXV ყრილობისათვის სსკკპ ცენტრალური კომიტეტის პროექტი „სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1976—1980 წლების ძირითადი მიმართულებანი“ და X ხუთწლედში საქართველოს სსრ ეკონომიკის განვითარების ამოცანები (ზურაბ პატარიძე); ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები. |
1981 წლის 22— იანვარი | საქ. კპ XXVI ყრილობა | საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ედუარდ შევარდნაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (იოსებ ხაზარაძე); პარტიის XXVI ყრილობისათვის სკკპ ცკ-ის პროექტი „სსრ კავშირის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1981—1985 წლებისა და 1990 წლამდე პერიოდის ძირითადი მიმართულებანი“ (ზურაბ პატარიძე): ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები. |
ლიტერატურა
- თეთვაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 190-195.