საქაროზა
Sucrose-3D-balls.png | |
ზოგადი | |
---|---|
ტრადიციული სახელწოდება | შაქარი |
ქიმიური ფორმულა | C12H22O11 |
მოლური მასა | 342.30[1] გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.587[1] გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 186 (იშლება)[1] °C |
სტრუქტურა | |
კრისტალური სტრუქტურა | მონოკლინური |
უსაფრთხოება | |
LD50 | 29700 [2] |
საქაროზა, ჭარხლის ან ლერწმის შაქარი — ორგანული ნივთიერება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისაქარიდი ქიმიური ფორმულით C12H22O11. უფერული, წყალში კარგად ხსნადი კრისტალებია. შეიცავს ყველა მწვანე მცენარე. tდნ — 185—186°C. მჟავას ან ფერმენტ საქაროზას მოქმედებით იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. საქაროზა ადვილად შესათვისებელი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ნახშირწყალია მცენარეებში; ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნილი ნახშირწყლები ფოთლებიდან თესლში, ფესვებში, ტუბერებსა და ძირხვენებში გადადის საქაროზას სახით, სადაც ადვილად იქცევა სახამებლად და ინულინად.
შაქრის ლერწმისაგან საქაროზას მიღების წესებს იცნობდნენ ინდოეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში საქაროზას შაქრის ჭარხლისაგან იღებენ. მას ფართოდ იყენებენ კვებისა და მიკრობიოლოგიურ მრეწველობაში. საქაროზას დუღილის შედეგად მიიღება ეთილის სპირტი, აცეტონი, ძმარმჟავა, რძემჟავა და სხვა. საქაროზას შაქარსაც უწოდებენ.
ლიტერატურა
- ნუცუბიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 189.
რესურსები ინტერნეტში
- 3D images of sucrose Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- CDC – NIOSH Pocket Guide to Chemical Hazards
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Sucrose, International Chemical Safety Card 1507, Geneva: International Programme on Chemical Safety, November 2003
- ↑ 57-50-1 - CZMRCDWAGMRECN-UGDNZRGBSA-N - Sucrose [JAN:NF]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted