საჭადრაკო ოლიმპიადა 1927
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 18- 29 ივლისი1927 ლონდონი.
საჭადრაკო სამყარო დიდი მოუთმენლობით ელოდა პირველ ოლიმპიადას. ლონდონში ორგანიზატორებმა მოჭადრაკეთა მოზიდვის მიზნით გამოაცხადეს რომ ტურნირში ყველას ჰქონდა, როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს. ამან მონაწილეობისაკენ გზა გაუხსნა ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებს, როგორებიც იყვნენ რიჰარდ რეტი, იეჰუდა გრიუნფელდი, გეზა მაროცი, ზიგბერტ ტარაში, ბორა კოსტიჩი, ჟაკ (იაკობ) მიზესი და მრავალი სხვა.
პირველ ოლიმპიადაში 16 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო. ორგანიზატორებმა ტურნირში აღარ დაუშვეს გუნდები, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განაცხადები. მათ შორის იყვნენ აშშ-ს და პოლონეთის გუნდები. ასპრეზობა ინგლისი პარლამენტის შენობაში, „ვესმინსტერ სენტრალ ჰოლში“ გაიმართა. რთული იყო რეგლამენტი. სამი ტური ორ დღეში. გადადებული პარტიების დამთვრება ნსაჯთ კოლეგიის მიერ დანიშნულ დღეებში ხდებოდა. თვითონ პარტიის რეგლამენტი საათნახევარი 30 სვლაზე და შემდგომ ნახევარი საათი ყოველ 10 სვლაზე. როგორც მაშინდელი საჭადრაკო მიმომხილველები აღნიშნავდნენ სწორედ ამ ნახევარ საათში ხდებოდა „დიდი საჭდრაკო ტრაგედიები“. ტურნირის ფავორიტებად უნგრელები, ავსტრიელები, გერმანელები და იუგოსლავიელები ითვლებოდნენ. ავსტრიელებმა და გერმანელებმა თავიანთი ფავორიტობა ვერ გაამართლეს. იუგოსლავიელებმა პირველივე ტურში სრული ფიასკო განიცადეს უნგრელებთან შეხვედრაში და შემდეგ წელში ვეღრ გასწორდნენ. სამაგიეროდ სრულიად მოულოდნელად მშვენივრად იასპარეზეს დანიელებმა. მათ მეექვსე ტურში უნგრელებსაც კი მოუგეს. ბოლო ტურის წინ დანიელები დაეწივნენ უნგრელებს, მაგრამ ბოლო ტურში დანიელებმა, რომლებიც სათადარიგო მოთამაშის გარეშე თამაშობდნენ, ვერ შეძლეს ჰოლანდიელების დამარცხება, უნგრელებმა კი დიდი ანგარიშით დაამარცხეს ესპანელები და პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. დანიელები მეორენი იყვნენ, მესამეზე მასპინძლები, ინგლისელები, გავიდნენ. დაფებზე გამარჯვებულნი არ გამოვლენილა, ვინაიდან მოჭადრაკეები თავისი სურვილით იცვლიდნენ დაფებს. მხოლოდ გერმანელები თამაშობდნენ ზუსტად დადგენილი დაფების მიხედვით. სხვა გუნდებიდან კი მხოლოდ მაროცი (უნგრეთი), მაქს ეივე (ნიდერლანდები) და გრაუ (არგენტინა) თამაშობდნენ მუდმივად პირველ დაფაზე. ამიტომ ინდივიდუალურად საუკეთესონი გამოარჩიეს ჩატარებულ პარტიებში დაგროვილი ქულების მიხედვით.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 16 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
- 1 ესკიზის შექმნის შეცდომა: უნგრეთი - 40
- 2
დანია - 38,5
- 3 დროშა: ინგლისი ინგლისი - 36,5
- 4 დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 35
- 5
ჩეხოსლოვაკია - 34,5
- 6
ავსტრია - 34
- 7 დროშა: გერმანია გერმანია - 34
- 8 დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 32
- 9 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია - 30
- 10 ესკიზის შექმნის შეცდომა: იტალია - 28,5
- 11 ესკიზის შექმნის შეცდომა: შვედეთი - 28
- 12
არგენტინა - 27
- 13 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 24,5
- 14 დროშა: ბელგია ბელგია - 21,5
- 15 დროშა: ფინეთი ფინეთი - 21,5
- 16 დროშა: ესპანეთი ესპანეთი - 14,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
გეზა მაროცი 9 (+6=6-0), გეზა ნადი 9,5 (8=3-3), არპად ვაიდა 7,5 (+5=5-3), კორნელ გავაში 5,5 (+4=3-1), ანდრე შტეინერი 8,5 (+6=5-2).
ორლე ჰერმან კრაუზე 7 (+4=6-5), ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი 12 (+11=2-2), ერიკ ანდერსენი 10 {+8=4-3), კარლ რუბენ 9,5 (+7=5-3)
ჰენრი ერნსტ ატკინსი 7 (+3=8-1), ფრედერიკ ეიტსი 8 (+7=2-5), ჯორჯ ალან ტომასი 12 (+9=6-0), რეჯინალდ მიჩელი 6 (+4=4-5), ედმუნდ სპენსერი 3,5 (+2=3-1).
საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი
# | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქულა | პარტია | პროცენტი |
---|---|---|---|---|---|
1 | ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი | ესკიზის შექმნის შეცდომა: დანია | 12 | 15 | 80,0 |
2 | ჯორჯ ალან ტომასი | დროშა: ინგლისი ინგლისი | 12 | 15 | 80,0 |
3 | რიჰარდ რეტი | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩეხოსლოვაკია | 11,5 | 15 | 76,6 |
4 | გეზა მაროცი | ესკიზის შექმნის შეცდომა: უნგრეთი | 9 | 12 | 75,0 |
5 | იეჰუდა გრიუნფელდი | დროშა: გერმანია გერმანია | 9,5 | 13 | 73,1 |
6 | მაქს ეივე | დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები | 10,5 | 15 | 70,0 |
ლიტერატურა
- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
|