სეკვოია
იერსახე
სეკვოია (Sequoia) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens) — მაღალი, (სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე) ერთსახლიანი ხეა. გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი.
ველურად იზრდება კალიფორნიასა და სამხრეთ ორეგონის მთებში, სადაც ქმნის ტყეებს. დეკორატიული მცენარეა. მოშნებულია ბაღ-პარკებში დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში. (საქართველოში — სოხუმი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, წინანდალი და სხვაგან). სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. ნამარხი სეკვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში.
ლიტერატურა
- აბაშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 273.
რესურსები ინტერნეტში
- Most Complete & Current Tallest Redwoods List Sponsored by the Tall Trees Club
- Gymnosperm Database - Sequoia sempervirens champions
- US National Park Service Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted About the Trees
- Humboldt Redwoods State Park (CA) Humboldt Redwoods Interpretive Association
- Muir Woods National Monument