სელები
იერსახე
სელები — ძველი ბალტიური ტომობრივი კავშირი. XIII საუკუნეში სელები დასახლებული იყვნენ მდინარე დაუგავის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი ლატვიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. სელების პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო გამაგრებული ქალაქი სელპილსი (ახ. წ. VI საუკუნიდან). სელები ებრძოდნენ გერმანელ ჯვაროსნებს, მაგრამ 1208 წელს მათი ბატონობის ქვეშ მოექცნენ. მოგვიანებით ლატვიელი ხალხის შემადგენლობაში შევიდნენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 275.