სელევკე I ნიკატორი
სელევკე I ნიკატორი | |
---|---|
Σέλευκος Α' Νικάτωρ | |
ფაილი:Seleuco I Nicatore.JPG | |
სელევკიდების სირიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 312 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 280 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ანტიოქე I სოტერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 358 |
დაბ. ადგილი: | ევროპოსი, მაკედონია |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 280 |
გარდ. ადგილი: | ლისიმაქია, თრაკია |
მეუღლე: |
აპამა სტრატონიკა სირიელი |
შვილები: | ანტიოქე I სოტერი |
დინასტია: | სელევკიდები |
მამა: | ანტიოქე |
დედა: | ლაოდიკა მაკედონიელი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
სელევკე I ნიკატორი (ძვ. ბერძნ. Σέλευκος Α' Νικάτωρ; დ. ძვ. წ. 358, ევროპოსი, მაკედონია — გ. ძვ. წ. 281, ლისიმაქია, თრაკია) — სელევკიდების სახელმწიფოსა და სელევკიდების დინასტიის დამაარსებელი, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძვ. წ. 326 წელს ინდოეთში ლაშქრობის დროს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, დიადოქოსთა შორის სელევკე I ნიკატორი იყო ერთ-ერთი აქტიური მაძიებელი უმაღლესი მბრძანებლობისა, ძვ. წ. 321 წელს პერდიკასგან (ტახტის რეგენტი) მიიღო სატრაპია ბაბილონეთი. ძვ. წ. 312 წელს აქვე გამაგრდა და თავი დამოუკიდებელ მმართველად (სელევკიდური ერის დასაწყისი) გამოაცხადა. შემოიერთა სხვა პროვინციები: მიდია, სუსიანე, პერსიდა, ბაქტრია და ძვ. წ. 305 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამავე წელს წარმატებით ილაშქრა ინდოეთში. დაუზავდა აქაურ მეფეს, ჩანდრაგუპტას: დაუთმო მას მდინარე ინდის დასავლეთით მდებარე მიწები და სამაგიეროდ მიიღო 500 საბრძოლო სპილო. ძვ. წ. 301 წლის იფსოსის ბრძოლის შემდეგ დიადოქოსებს შორის მიწების განაწილების შედეგად მესოპოტამია და სირია მიიღო. ძვ. წ. 281 წელს დაამარცხა ლისიმაქე და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. ეწეოდა დიდ საქალაქო აღმშენებლობას. სამოცდაათამდე ქალაქი დააარსა. ცდილობდა ბალკანეთის, განსაკუთრებით, მაკედონიისა და თრაკიის დაპყრობას, ამ მიზნით ძვ. წ. 280 წელს ჯარებით გადალახა ჰელესპონტი, მაგრამ ლისიმაქეის მახლობლად პტოლემე კერავნუსმა მოკლა.
ლიტერატურა
- სანიკიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 275.