შინაარსზე გადასვლა

სირენა (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირენა
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1887
გამოცემულია 24 აგვისტო, 1887
წინა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შემდეგი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სირენა (რუს. Сирена) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1887 წელს დაიწერა. პირველად, 1887 წლის 24 აგვისტოს, გაზეთ „პეტერბურგის გაზეთი“-ს 231-ე ნომერში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნება

მოთხრობა თავდაპირველად, 1887 წლის 24 აგვისტოს (ძველი სტილით), გაზეთ „პეტერბურგის გაზეთი“-ს 231-ე ნომერში გამოქვეყნდა განყოფილებაში მფრინავი შენიშვნები, ხელმოწერით ა. ჩეხონტე. სტილისტური შესწორებებისა და შემოკლებების შემდეგ ჩეხოვმა მოთხრობა ადოლფ მარქსის მიერ 1899—1901 წლებში გამოცემული თხზულებათა კრებულის პირველ ტომში შეიტანა. ჩეხოვმა მოთხრობიდან აგრეთვე ამოიღო მინიშნებები ბულგარეთში განვითარებულ მოვლენებზე, დაამატა რამდენიმე დეტალი, როგორიცაა მინაწერი გვერდზე: „ეს ხომ ბერებისთვისაც მისაღებია“.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა გერმანულ, პოლონურ, სერბო-ხორვატულ და შვედურ ენებზე ითარგმნა.

ფონი

ალექსანდრე ლაზარევ-გრუზინსკის თქმით, მოთხრობა ავტორმა ბაბკინოში, ერთ დღეში დაწერა[1]. მიხეილ ჩეხოვი დარწმუნებული იყო, რომ მოთხრობაში ჩეხოვის ზვენიგოროდის შთაბეჭდილებები აისახა. ზვენიგოროდში ანტონ ჩეხოვი „მაზრების ყრილობების სხდომებს ესწრებოდა, მაღალჩინოსნების ცხოვრების ყაიდას გაეცნო“.

ლიტერატურა

  • Чехов А. П. Сирена // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
  • „Мир божий“, 1903, № 1, стр. 90.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. А. П. Чехов в воспоминаниях современников. Москва, 1960, стр. 173

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted