სირხლებერთა
იერსახე
სირხლებერთა | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2862 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, ტუფი და ტუფ-ბრექჩია |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სირხლებერთა, ლებეურის მთა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2862 მ. მთის ჩრდილოეთ კალთაზე ტროგული ხეობაა. სირხლებერთა აგებულია ბაიოსური წყების პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები, განსაკუთრებით სამხრეთი მოფენილია ლოდებით. მთის მიდამოები შემოსილია ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 388.