შინაარსზე გადასვლა

სკაიფოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სკაიფოლი“
ფაილი:Skyfallposter.jpg
რეჟისორი სემ მენდესი
პროდიუსერი მაიკლ ჯ. უილსონი
ბარბარა ბროკოლი
სცენარის ავტორი ჯონ ლოგანი
ნილ პერვისი
რობერტ უეიდი
ნაწარმოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
როლებში დენიელ კრეიგი
ხავიერ ბარდემი
ჯუდი დენჩი
რეიფ ფაინზი
ალბერტ ფინი
ნაომი ჰარისი
ბერენის მარლო
კომპოზიტორი ტომას ნიუმენი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი სტიუარტ ბერდი
სტუდია Eon Productions
Danjaq LLC
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 23 ოქტომბერი, 2012 (2012-10-23) (ლონდონი, პრემიერა)

  • 26 ოქტომბერი, 2012 (2012-10-26) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 143 წთ. [1]
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150-200 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1,108,058,404 აშშ დოლარი

სკაიფოლი (ინგლ. Skyfall) — 23-ე ოფიციალური ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ, რომელიც Eon Productions-მა გადაიღო, ხოლო დისტრიბუციას უწევენ MGM, Columbia Pictures და Sony Pictures Entertainment.[2] ფილმის რეჟისორია სემ მენდესი. მთავარ როლებს ასრულებენ დენიელ კრეიგი (ჯეიმზ ბონდი) და ხავიერ ბარდემი (რაულ სილვა, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი). ფილმი ბრიტანეთში გამოვიდა 2012 წლის 26 ოქტომბერს, როგორც ჩვეულებრივ, ასევე IMAX-ის ტიპის კინოთეატრებში.[3][4]

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

MI6-ის აგენტები ჯეიმზ ბონდი და ევა იმყოფებიან თურქეთში. მათი ამოცანაა MI6-ის მოკლული აგენტის კომპიუტერიდან მოპარული მყარი დისკის მოძიება. დისკზე ინახება ტერორისტულ ორგანიზაციებში შეგზავნილი NATO-ს აგენტების სია. ბონდი და ევა მისდევენ მკვლელს, პატრისს. დევნისას ბონდი დაჭრილია მხარში. პატრისთან მატარებლის სახურავზე ბრძოლის დროს ევა შეცდომით ესვრის ბონდს, რომელიც მდინარეში ეცემა. მოგვიანებით აცხადებენ, რომ იგი „დაიკარგა, სავარაუდოდ მოკლული იქნა“.

MI6-ის ხელმძღვანელი, M, MI6-ის თავმჯდომარე გარეთ მელორის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის - მას ურჩევენ, დატოვოს პოსტი. ამ შეხვედრიდან გზად მიმავალი M საკუთარი თვალით იხილავს MI6-ის შენობის აფეთქებას. ბონდი, რომელიც გადარჩენილია, ტელეეთერიდან შეიტყობს ტერაქტის შესახებ და ლონდონში ბრუნდება. შრაპნელით, ამოღებული მისი კანიდან, პატრისი იდენტიფიცირებულია და იგი მას შანხაიში ეძებს.

ამასობაში NATO-ს ხუთი აგენტი მოკლულია, მას შემდეგ, რაც მათი ვინაობა საჯარო ხდება. ადგილი აქვს მუქარას მომავალში მსგავსი სახით ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ. პატრისი კლავს ერთ-ერთ სამიზნეს, რასაც მოჰყვება მისი და ბონდის ბრძოლა. პატრისი ეცემა შენობიდან და ბონდი მისი ხელმძღვანელის შესახებ ვერაფერს შეიტყობს. პატრისის ტექნიკის ჩხრეკისას ბონდი აღმოაჩენს კაზინოს ჟეტონს და შესაბამის კაზინოში მიდის. სევერინი, ქალი, რომელმაც ბონდი ბოლო მკვლელობისას შეამჩნია, აფრთხილებს, რომ ბონდს მოსაკლავად დასდევენ, მაგრამ ჰპირდება, რომ დაეხმარება, თუკი იგი მის ხელმძღვანელს მოკლავს. ბონდს კაზინოში თავს ესხმიან, მაგრამ მათთან ჩხუბის შემდეგ ის სევერინს გემზე ეწვევა. ორივე მიემართება კუნძულზე, სადაც მათ იჭერენ და მიჰყავთ სევერინის ზემდეგთან, რაულ სილვასთან. იგი MI6-ის ყოფილი აგენტია, რომელიც M-ის ხელმძღვანელობით მუშაობდა. სილვას ამოძრავებს M-ისადმი ზიზღი, ვინაიდან თვლის, რომ სწორედ იგი არის პასუხისმგებელი მის წამებასა და ჩინელებთან პატიმრობაზე. რაული სევერინს კლავს, რასაც ბონდის მხრიდან მისი დაცვის განადგურება მოჰყვება. ჩნდებიან უშიშროების ძალები და სილვა აყვანილია და გადაყვანილია ბრიტანეთში.

MI6-ის ახალ შტაბ-ბინაში Q ცდილობს სილვას ლეპტოპში შეღწევას, მაგრამ შეცდომით ისე მომართავს მას, რომ სილვა დაბრკოლების გარეშე თავს დააღწევს პატიმრობას და ლონდონის მეტროში იპარება. მას ბონდი მისდევს. სილვა გადაცმულია პოლიციელად და შედის შენობაში, სადაც M წარადგენს მოპარულ მყარ დისკს. ბონდი ასევე აღწევს შენობაში და იგერიებს სილვას. მას M მიჰყავს თავის ბავშვობის მამულში, შოტლანდიაში - მონადირის სახლში, რომელსაც „სკაიფოლი“ ეწოდება. იგი Q-ს უბრძანებს, გააკეთოს ისე, რომ სილვა მათ გაჰყვეს.

სკაიფოლში ბონდსა და M-ს შეხვდება კინკეიდი, ბონდის საგვარეულოს მცველი. სამეული მსუბუქად შეიარაღდება, მაგრამ სახლს ასაფეთქებლებით ავსებს. როდესაც სილვას ხალხი მათ მიაგნებს, ბონდი, M და კინკეიდი თავდასხმას იგერიებენ. M დაჭრილია. საბოლოოდ ჩნდება სილვაც, რომელიც სახლს მეორე დარტყმას მიაყენებს. ბონდი M-სა და კინკეიდს მიწისქვეშა გასასვლელით აპარებს, რომელიც სამლოცველოსთან მიდის. ბონდი პოულობს აირის ორ ბალონს და მათ ისე განალაგებს, რომ აფეთქებისას არა მხოლოდ სახლი ინგრევა, არამედ ვერტმფრენიც ეცემა. სილვა შორიდან ამჩნევს კინკეიდის ჩირაღდანს და მას და M-ს მისდევს. ბონდი მისდევს სილვას და ჩერდება ყინულზე, მას შემდეგ, რაც მას სილვას თანაშემწე იარაღით ემუქრება. ბონდი მასზე ძალდატანებით იწვევს ყინულის მსხვრევას და ორივე წყალში ეშვება, სადაც ჯეიმზი მოწინააღმდეგეს ახრჩობს. სამლოცველოში მისული სილვა M-ს სთხოვს, თავიც მოიკლას და ისიც მოკლას. ჩნდება ბონდი, რომელიც სილვას კლავს. M, მანამდე მიყენებული ჭრილობების გამო, კვდება. მის ადგილს MI6-ში იკავებს მელორი, ხოლო ევა ბონდს თავს წარუდგენს, როგორც ევა მანიპენის, რომელიც არა აგენტის, არამედ M-ის მდივნის სახით ბრუნდება.

როლები

მუსიკა

ჯილდოები

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

რესურსები ინტერნეტში

ფაილი:Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Skyfall. bbfc.co.uk. British Board of Film Classification (12 October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 October 2012.
  2. "Eon Productions, Metro-Goldwyn-Mayer Studios, and Sony Pictures Entertainment Announce 7th November is Start of Production", 3 November 2011, via Sony Pictures website, retrieved 12 November 2011
  3. Skyfall Worldwide Release dates Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, at Skyfall official website, retrieved 12 November 2011
  4. Sam Mendes' 'Skyfall' First James Bond Film on Imax Screens, via The Hollywood Reporter, retrieved 23 February 2012
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. MI6-HQ. (7 April 2012) Javier Bardem Speaks. Mi6-hq.com. ციტირების თარიღი: 7 April 2012.
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Naomie Harris confirmed as 'James Bond 23's Miss Moneypenny Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Friday, 8 July 2011 at DigitalSpy, retrieved 3 November 2011
  12. Naomie Harris set to bring Miss Moneypenny back in Bond 23 Monday 11 July 2011, The Guardian, retrieved 3 November 2011
  13. Naomie Harris confirmed to play Moneypenny in 'Bond 23' 07/08/2011 at The Grio, retrieved 3 November 2011
  14. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  15. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. @007: 8 November. Twitter. Twitter Inc. (8 November 2011). ციტირების თარიღი: 8 November 2011.
  17. @007: 5 December. Twitter. Twitter Inc. (5 December 2011). ციტირების თარიღი: 5 December 2011.
  18. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  19. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted