შინაარსზე გადასვლა

სოლფატარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

სოლფატარა
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 458[1] 
ბოლო ამოფრქვევა 1198
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სოლფატარა (იტალ. Cratere Solfatara) — ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერი იტალიაში, ქალაქ პოცუოლის მიდამოებში. გაწოლილია ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით. ჩამქრალი ვულკანია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგირდის გამოყოფა. კრატერის დიამეტრი უდრის 770 მ-ს. მისი ფსკერი ბრტყელია და მოფენილია თიხისებრი ქერქით. ადგილ-ადგილ გამომუშავებულია პატარა ორმოები, რომლებშიც დუღს გოგირდი და ტალახი, ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი, სადაც ქარს მასთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც. კრატერის ერთ-ერთი კედელში გამომუშავებულია ე.წ. „ძაღლის გამოქვაბული“ სადაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა აირი, რის გამოც იღუპებიან იქ მობინადრე ცხოველები. ზედაპირი გავარვარებულია. კრატერი ტურიზმის ღირსშესანიშნავი ობიექტია. განვითარებულია ფუმაროლები და ტალახიანი აბაზანები. ორთქლს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდენ რომის იმპერიაში. სოლფატარა წარმოიქმნა დაახლოებით 4000 წლის წინ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1198 წელს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Rollo Steffens: "Italiens Vulkane - Die schönsten Wanderungen vom Vesuv zum Ätna", Bruckmann Verlag München, 2004. ISBN 3-7654-3990-8.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted