შინაარსზე გადასვლა

სოხოისტის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack სოხოისტის ბრძოლა — ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებულ ჯარსა და ოსმალეთის იმპერიას შორის 1545 წელს.[1]

ბრძოლა

ქარაღაქის ბრძოლაში (1543) იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა გადაწყვიტეს ხელახლა ელაშქრათ სამცხე-საათაბაგოში. სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ (1520-1566 წწ.) არზრუმისა და დიარბექირის ფაშები დანიშნა ლაშქრის სარდლებად. ბაგრატ III-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს და გურიისა და ოდიშის მთავრებს. ამ უკანასკნელმა ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალეთის ჯარი.

ბრძოლა გაიმართა სოხოისტასთან. როგორც ერთიან ქართულ სამეფოში არსებობდა წესი, რომ სამხრეთიდან მომავალი მტრის წინააღმდეგ, ჯარის განლაგებისას, წინა რიგებს სამცხის ლაშქარი იკავებდა. ამჯერად მეწინავეობა ქართლის ჯარს დაეკისრა. ამით განაწყენებულმა მესხებმა მიატოვეს ბრძოლის ველი მაშინ, როდესაც ბრძოლა უკვე დაწყებული იყო და მეწინავე ქართლის ჯარს დახმარება სჭირდებოდა. ქართველი მეფეები იძულებულები გახდნენ ჯარის ნარჩენებით გაქცეულიყვნენ. ოსმალებმა გაიმარჯვეს.

სოხოისტის ბრძოლის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ ხელახლა დაიპყრო სამცხე-საათაბაგო, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, 1535 წლიდან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომში ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში და ეს ტერიტორია უშუალოდ ოსმალეთის ადმინისტრაციას დაექვემდებარა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 162. ISBN 978-9941-19-586-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted