სპორტული ინვენტარი
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სპორტული ინვენტარი — სპეციალურად დამზადებული ინვენტარი, რომელიც განკუთვნილია ფიზკულტურისა, სპორტში ვარჯიშისა და შეჯიბრებისათვის, აგრეთვე სპორტსმენების ფიზიკური და ტექნიკური მომზადებისათვის.
სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ინვენტარი და იარაღი:
- სპორტული ტანვარჯიშისათვის-ორძელი, ტაიჭი, სატანვარჯიშო რგოლები.
- მძლეოსნობისათვის-შუბი, ბადრო, ბირთვი, ურო, ჭოკი.
- სპორტული თამაშებისათვის-ბურთი
- ძალოსნობისათვის-შტანგა
- მხატვრული ტანვარჯიშისათვის-ბურთი, სალტე, ლენტი, სახტუნებელი, გურზი.
- ფიგურული ციგურაობისთვის-ციგურები
- სათხილამურო სპორტისათვის-თხილამურები, ჯოხები, ბატინკები.
- სროლის სახეობისათვის-იარაღები, შაშხანები, პისტოლეტები.