სრვეღის მონასტერი
სრვეღის მონასტერი | |
ესკიზის შექმნის შეცდომა:
მთავარი ტაძარი | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | სომხეთის დროშა სომხეთი |
პროვინცია | ტავუში |
ადგილმდებარეობა | სოფ. აიგეჰოვიტის მახლობლად |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | სამონასტრო კომპლექსი |
ხუროთმოძღვრული სტილი | გუმბათოვანი, დარბაზული |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
| |
მასალა | გამომწვარი აგური |
სრვეღის მონასტერი (სომხ. Սրվեղի վանք) — შუა საუკუნეების მონასტერი თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, ტავუშის პროვინციაში, სოფელ აიგეჰოვიტიდან სამხრეთით 3 კმ-ში, ტყით შემოფარგლულ მდელოზე. წარმოადგენდა საქართველოს ისტორიული კუთხის, კაენის სასულიერო ცენტრს. აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ძეგლის საერთო მდგომარეობა დღესდღეობით სავალალოა.
ისტორია
აგებულია XIII საუკუნეში. არის მოსაზრება, რომ კირანცთან ერთად იგი ქართული „ოქროს ხანის“ კულტურის ძეგლია.[1][2]
მდინარე აღსტევის მარჯვენა ნაპირზე, მოპირდაპირე მხარეს, დგას XVIII საუკუნის საგუშაგო კოშკი.
არქიტექტურა
არქიტექტურული ნიშნებით XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. იგი კირანცის სამონასტრო კომპლექსის მსგავსად ნაშენებია ტერაკოტის აგურით, რაც იშვიათობაა სომხეთში. მთავარი ტაძრის კედლების ქვედა მხარე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე გაპრიალებული ვარდისფერი ანდეზიტისაა, დეტალების და სტრუქტურების ნაწილი კი კარგად თლილი ქვიშაქვის.
მონასტრის შემადგენელი ნაწილებია:
- წმინდა ნიშნის სახელობის ტაძარი
- ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
- ბერების საცხოვრებელი სენაკები
- ზეთის სახდელი
- დამატებითი დამხმმარე ნაგებობები
კომპლექსის ტერიტორიაზეა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, კედლებისა და სასაფლაოების ნაშთები. მას გარს ერტყა კედელი. კედლის გარე ტერიტორიაზე შემონახულია თიხის მილები. მახლობელი მთებიდან წყალი მონასტერს მათი საშუალებით მიეწოდებოდა.
წმინდა ნიშნის ეკლესია დარბაზული ტიპის გუმბათიანი ტაძარია. მისი ქვედა ნაწილიც და გუმბათის ყელიც აგურისაგანაა ნაგები. 1152 წლის წარწერა ერთ-ერთ კედელზე, მოიხსენიებს ხუროთმოძღვარ სარგისსა და მშენებელ იოანეს. შენობა შიგნიდან ოვალურია. რამდენიმეჯერ ჩაუტარდა განახლება. სანათლავის თავზე შემონახულია 1252 წლის სამუშაოების წარწერაც, რომლის მიხედვითაც ის ააგეს არტავაზმა და სარგისმა, ოსტატ იოანეს ხელით.
ღვთისმშობლის ტაძარი ადგილობრივებმა, მღვდელ ჰოვანესის მეთაურობით, მთავარი ეკლესიისაგან ჩრდილოეთით, 1889 წელს ააგეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვაზეა ამოტვიფრული. ერთნავიანი სალოცავისგან ნაშთებია შემორჩენილი.
ზეთის სახდელი დამხმარე ნაგებობა კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. შემორჩენილია ნანგრევები.
გალერეა
-
ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- მიწასთან გასწორებული აზერბაიჯანული სოფლები და ქართული ტაძრები რომელთაც სომხურად ასაღებენ
- Армянское варварство: разрушенные азербайджанские села и поруганные грузинские храмы рядом[მკვდარი ბმული]
- Sverghi Monastery - Armeniapedia.com
- Photo of Sverghi Monastery - Panoramio
- Սրվեղի վանք - ვიდეო
- ՍՐՎԵՂԻ ՎԱՆՔ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- (სომხური) ე. ბ. ელლარიანი — აღსტევის ხეობის ისტორია და კულტურის ძეგლები, ერევანი, «Հայաստան», 1980 - 69-71, 69-71 გგ. - 154 გვ.