სტეფანე მელიქიშვილი

სტეფანე მელიქიშვილი (დ. უცნობი, თბილისი — გ. 1887, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „დროების“ პირველი გამომცემელი, სტამბის დამაარსებელი საქართველოში.[1] 1879-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.[2]

სტეფანე მელიქიშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ქართველი
ორგანიზაცია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ნათესავები პეტრე მელიქიშვილი (ძმა)
ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი (და)
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ბიოგრაფია

სტეფანე დაიბადა თბილისში გრიგორ მელიქიშვილის ქართველი კათოლიკის ოჯახში. სტეფანე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან. მისი უფროსი ძმა იყო პეტრე მელიქიშვილი.

მთელი ოჯახი იმ ქართველ პატრიოტთა პატარა ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთაც დააარსეს პირველი კერძო სტამბა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემად. ეს მაშინ დიდი პატრიოტული საქმე იყო. ამ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, გარდა მამა-შვილები მელიქიშვილებისა, ისტორიკოს-არქეოლოგი დიმიტრი ბაქრაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ღოღობერიძე და ვახტანგ თულაშვილი. სტეფანე ვენაში იყო გაგზავნილი სტამბის მაშინების და მოწყობილების შესაძენად და ქართული ასოების ჩამოსასხმელად. საქართველოს ჟურნალ-გაზეთობა სულ ამ შრიფტით იბეჭდებოდა, რომელსაც ვენის შრიფტი დაერქვა. ეს შრიფტი განირჩევა აკადემიური შრიფტისაგან. სტამბა გაიხსნა 1864 წელს. 1866 წლიდან იყო გაზეთი „დროების“ გამომცემელი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სტეფანე მელიქიშვილი. iverieli. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2018.
  2. სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი. პარლამენტის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2018.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted