სტეფანო მაური
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სტეფანო მაური (იტალ. Stefano Mauri; დ. 8 იანვარი, 1980, მონცა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ ლაციოში.
საკლუბო კარიერა
მაურიმ კარიერა 16 წლის ასაკში ბრუჰერიოში დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ ეგრევე მედაში გადაბარგდა. 2001 წელს იგი უკვე მოდენას შეუერთდა და 2002 წელს კი დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა მილანის წინააღმდეგ. ემილია-რომანას კლუბში სტეფანომ 2 ბრწყინვალე სეზონი გაატარა, თუმცა 2003 წელს იგი ბრეშაში გადავიდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო. 2004 წელს იგი უდინეზეში გადავიდა სადაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და მალევე მისი კარგი თამაში რომში დაფასდა, რის გამოც იგი ლაციომ იყიდა.
დებიუტი მაურის ინტერის წინააღმდეგ ჰქონდა იტალიის თასზე, მან ძალიან კარგად ჩაატარა შეხვედრა და მალევე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. დელიო როსი მაურის ტრეკვარტისტად ათამაშებდა გორან პანდევის და ტომაზო როკის უკან და იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს. 2010 წლამდე მაური სტაბილურად გამოდიოდა რომის კლუბში, მართალია ტრავმებიც აწუხებდა, მაგრამ მთლიანობაში ლაციოში კარგი სტაბილური ფეხბურთელი იყო.
2010/11 სეზონში ედოარდო რეიას მოსვლისას მაური განაგრძობდა ბრწყინვალედ თამაშს შეტევის ხაზში და გუნდისთვისაც იდეალურ ფორმაში იყო.
2011/12 სეზონში მაურიმ ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გაუცდა, თუმცა სეზონის მე-2 ნახევარში დაბრუნებისას მაური ისევ ბრწყინვალედ განაგრძობდა თამაშს და მისი "მაკრატელა" ნაპოლის კარში ყველას დაანახა რომ იგი დონე ფეხბურთელია. იგი ასევე ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებშიც გამოიძახა.
2012 წლის ზაფხულს მაური დაპატიმრებული იქნა კარაბინიერების მიერ მატჩების ჩაწყობის სკანდალში. ეს დაპატიმრება მაურისთვისაც გამაოგნებელი იყო და დღემდე ვერ ხვდება, თუ რატომ იქნა დაპატიმრებული, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.
2012/13 სეზონი მაურიმ კარგად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა მოუკლო თამაშს, მაგრამ დერბიში გატანილმა გოლმა ყველას დაანახა რომ მაურისნაერი ფეხბურთელები არ ჩერდებიან და ბოლომდე თამაშობენ.
სანაკრებო კარიერა
მაურის დებიუტი ნაკრებში ნოემბერში 2004 წელს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. საბოლოოდ მას ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
მიღწევები
- კოპა იტალია (2008-09)
- იტალიის სუპერ-თასი (2009)
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted