სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო
იერსახე
სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო — დანიის მეფის კრისტიან II-ის მიერ შვედეთის რეგენტის სტენ სტურე უმცროსის მომხრეთა დახოცვა 1520 წლის 8-9 ნოემბერს სტოკჰოლმში. კრისტიან II სტოკჰოლმში შეიჭრა და უნდოდა კალმარის უნიის ძალდატანებით აღდგენა. კათოლიკე პრელატების დახმარებით წინასწარ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მწვალებლობა დასწამეს, სამეფო ციხე-დარბაზში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს სტოკჰოლმის 100-ზე მეტი წარჩინებული აზნაური და მოქალაქე; სხვა ოლქებშიც იგივე მოხდა. მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 573.