სუვერენიტეტი
იერსახე
სუვერენიტეტი (ფრანგ. souveraineté — უზენაესი ხელისუფლება) — ექსკლუზიური უზენაესობა, უზენაესი უფლებების ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მეთაურს ეკუთვნის. ქვეყნის სუვერენიტეტი მის სრულ დამოუკიდებლობას ნიშნავს.
სხვა სიტყვებით, სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება, და მხოლოდ მის მიერ. სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო არ არის და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ნაწილს ან კოლონიას წარმოადგენს.
სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება შიდა წყლებზე, ტერიტორიულ ზღვაზე, მიმდებარე ზონაზე, გეზ-ზე, კონტინენტურ შელფზე. აქედან აბსოლუტური სუვერენიტეტი ვრცელდება შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაზე. სახელმწიფო საზღვარი ზღვაზე ამ შემთხვევაში გადის ტერიტორიულ ზღვაზე.
ლიტერატურა
- Benton, Lauren (2010). A Search for Sovereignty: Law and Geography in European Empires, 1400-1900. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-88105-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Philpott, Dan. Sovereignty. Stanford Encyclopedia of Philosophy.
- Thomson, Janice E. (1996). Mercenaries, pirates, and sovereigns: state-building and extraterritorial violence in early modern Europe. Princeton University Press. ISBN 978-0-691-02571-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.