შინაარსზე გადასვლა

სუკუმა (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუკუმა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საერთო მოსახლეობა
დაახ. 5,5 მლნ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები სუკუმა

სუკუმაბანტუს ხალხის ეთნიკური ჯგუფი. ცხოვრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში. ისინი ტანზანიის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათი რაოდენობა არის დაახლოებით 5,5 მილიონი და წარმოადგენენ ტანზანიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს. სუკუმა ითარგმნება როგორც „ჩრდილოეთი“ და აღნიშნავს „ჩრდილოეთის ხალხს“. ისინი თავისთავს უწოდებენ ნსუკუმა (მხოლობითში) და ბასუკუმა (მრავლობითში). ისინი საუბრობენ სუკუმაზე, რომელიც მიეკუთვნება ბანტუს ენების ნიგერ-კონგოს ოჯახს.

სუკუმები სხვა ოთხ ტომთან ერთად ერთიანდებიან უფრო დიდ ეთნიკურ გაერთიანებაში ვანიამვეზი-ში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტომებს აქვთ საკუთარი ენა ისინი ერთმანეთთან სასაუბროდ იყენებენ ნიამვეზის. ამ ოთხი ტომის გარდა ყველაზე ხშირი ურთიერთობა აქვთ ტატოგას და მასაის ტომებთან. ტატოგასთან სუკუმას ხალხს აქვს კარგი ურთიერთობები, მასაებთან კი მტრული. მათი მტრობის მთავარი მიზეზი საქონელია.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში