შინაარსზე გადასვლა

სურამის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack

სურამის ბრძოლა — ბრძოლა წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებს შორის. გაიმართა 1921 წლის 4-7 მარტს დაბა სურამთან.

ბრძოლის მსვლელობა

1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.

გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი.

ამგვარად, ქართულმა არმიამ ვერ შეძლო შეეკავებინა წითელი არმიის თავდასხმა ლიხის ქედის ხაზზე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში