ტაიმირის ტბა
ტაიმირის ტბა | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტაიმირის ნახევარკუნძული და ტაიმირის ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | რუსეთის დროშა რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე |
სიგრძე | 250 კმ |
ფართობი | 4 560 კმ² |
მოცულობა | 12,8 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 26 მ |
აუზის ფართობი | 104,300 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტაიმირის ტბა (რუს. Таймыр) — ტექტონიკური ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. მდებარეობს ტაიმირის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე, ბირანგის მთების სამხრეთით,[1] ზღვის დონიდან 6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 4560 კმ², სიგრძე 250 კმ, საშუალო სიღრმე 2,8 მ, მაქსიმალური სიღრმე 26 მ. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირი ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ფსკერი უმთავრესად სწორია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. აგვისტოში წყლის საშუალო ტემპერატურა 8°C-მდეა, ზამთარში დიდ სიღრმეზე ტემპერატურა 0°C-ზე მაღალია. სექტემბრის ბოლოდან ივლისამდე გაყინულია. ერთვის მდინარეები: ზაპადნაია, სევერნაია, ბიკადანგუომა, იამუტარიდა, კალამისამო, ზემო ტაიმირა. არის თევზი, მათ შორის მუქსუნი, სიგი, ომული, ნელმა, პელიადი და სხვა.[1] ტბის რაიონი განთავსებულია ტუნდრის ზონაში, იქ სადაც განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Таймыр | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
- ↑ География озер Таймыра. Л., 1985
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted