შინაარსზე გადასვლა

ტარაღანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარაღანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  ტარაღანა
ლათინური სახელი
Acipenser stellatus (Pallas, 1771)
სინონიმები[1][2]
Script error: No such module "collapsible list".
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
გავრცელება
ფაილი:Starry sturgeon Acipenser stellatus distribution map.png
  შემორჩენილი
  ამომწყდარი

ტარაღანა (ლათ. Acipenser stellatus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 68 კგ აღწევს. დაფარულია ხუთ რიგად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლებით. აქვს მეტად გრძელი, ვიწრო და შებრტყელებული დინგი, სადა და მოკლე ულვაშები. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5-13 წლისა, ხოლო დედალი — 10-17 წლისა. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში, მრავლდება მდინარეებში აპრილიდან სექტემბრამდე (ადის რიონშიც). დაახლოებით 20 ათასიდან 363 ათასამდე ქვირითს ყრის ქვაქვიშიან ფსკერზე. იკვებება უხერხემლოებითა და თევზებით. ტარაღანა ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლს, შებოლილს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულობას; ამზადებენ დოშს, ზურგიელს, კონსერვებს. ტარაღანას ხელოვნურადაც აშენებენ. ცნობილია მისი ნაჯვარი ზუთხთან, ცქვრინთან და ფორეჯთან.

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[3]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  2. Acipenseridae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted