შინაარსზე გადასვლა

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:Stack ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი (ტაჯ. Ҷанги шаҳрвандии Тоҷикистон, Jangi şahrvandi‘i Tojikiston/Çangi şahrvandiji Toçikiston); აგრეთვე ცნობილი, როგორც ტაჯიკური სამოქალაქო ომი ან ომი ტაჯიკეთში, დაიწყო 1992 წლის მაისში, როდესაც ხოჯენდისა და კულიაბის რეგიონებში მოსახლეობამ დაიწყო იმჟამინდელი მთავრობისა და პრეზიდენტის - რაჰმონ ნაბიევის (დ. 5 ოქტომბერი, 1930 - გ. 11 აპრილი, 1993) საწინააღმდეგო მოძრაობა, რომელსაც სათავეში ედგნენ ლიბერალ დემოკრატები და ისლამისტები ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, რომელსაც მხარს უჭერდნენ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებიც. 

ფონი

დაძაბულობა 1992 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ოპოზიციის წევრებმა გამართეს დემონსტრაციები 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

ბრძოლა დაიწყო 1992 წლის მაისში მთავრობის მომხრეებსა და გაერთიანებულ ტაჯიკურ ოპოზიციას შორის. 1992 წლის 7 სექტემბერს დემონსტრანტებმა, რუსეთის დახმარებით, ხელში ჩაიგდეს პრეზიდენტი და აიძულეს რომ გადამდგარიყო, ამასთან გადააყენეს ძველი მთავრობა ახლის მეთაურად ემომალი რაჰმონი აირჩიეს, რამაც ბრძოლის ფრონტი დედაქალაქ დუშანბეში გადაიტანა.

ოპოზიციის რეორგანიზაცია

ავღანეთში მთავრობა შეიცვალა და მმართველობაში ჯამიათი ისლამის პარტია მოვიდა, აჰმად  შაჰ მასუდის მეთაურობით, რომელიც მხარს უჭერდა ისლამისტებს. ვარაუდობენ რომ ირანი, მალულად, მხარს უჭერდა ისლამისტებს, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ომის მიმდინარეობა

საომარმა მოქმედებებმა პიკს 1992-1993 წლებში მიაღწია, როდესაც ომში ისლამისტები ჩაებნენ. ამ პერიოდში, უკვე დაღუპული ან ავღანეთს შეფარებული იყო ათობით ათასი მოქალაქე. 1996 წელს ავღანელმა ისლამისტებმა ომი დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ, თვით გარე ძალების ჩართვამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამასთან, ტაჯიკეთის მთავრობას ეხმარებოდა უზბეკეთიც, რომლის ჯარში, უზბეკეთის მთავრობის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის ომში მხარდაჭერისთვის, მრავალი ეთნიკური სომეხიც ეწერებოდა. ვითარების მოსაწესრიგებლად გაეროს მისია გაიგზავნა, რომელიც, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოქმედებდა. 1997 წლის 6 ივნისს პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერმა - საიდ აბდულოჰ ნურიმ და გაეროს გენერალმა გერდ მერემ ხელი მოაწერეს მშვიდობის ხელშეკრულებასა და მოსკოვის პროტოკოლს, რამაც დაასრულა სამოქალაქო ომი. საპრეზიდენტო არჩევნები 1999 წლის 6 ნოემბრისთვის გადაიდო.

შედეგები

ომში დაღუპულების რაოდენობა 20 000-დან 60 000-მდე მერყეობს. 1.2 მილიონი ადამიანი გახდა ლტოლვილი საკუთარ ქვეყანასა და მის გარეთ. ტაჯიკეთის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სამთავრობო სერვისები კატასტროფულად დაზიანდა.

განსაკუთრებული ძალადობა გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართ. დაიღუპნენ როგორც ტაჯიკი, ასევე უცხოელი ჟურნალისტები.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted