შინაარსზე გადასვლა

ტენოჩტიტლანის დაცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack ტენოჩტიტლანის დაცემააცტეკთა იმპერიის დედაქალაქის ალყა და შემდეგ დაპყრობა და განადგურება 1521 წელს ესპანელი კონკისტადორის ერნან კორტესის მიერ. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ბრძოლებისა, ტენოჩტიტლანის დაცემა გახდა აცტეკთა იმპერიის დასასრულის დასაწყისი. მექსიკის დაპყრობა იყო ამერიკის ესპანური კოლონიზაციის ნაწილი. ესპანელების მოიერიშე კოლონებს ხელმძღვანელობდნენ პედრო დე ალვარადო, კრისტობალ დე ოლიდა და გონსალო დე სანდოვალი.

ერნან კორტესი თავისი ჯარისკაცებით და მოკავშირე ინდიელებით ტენოჩტიტლანში შევიდა 1519 წლის 8 ნოემბერს, თუმცა 1520 წლის 1 ივლისს იძულებული იყო გაქცეულიყო. ესპანელებმა ქალაქი მეორედ ალყაში მოაქციეს 1521 წლის 4 ივნისს. ტენოჩტიტლანის ალყა დასრულდა 1521 წლის 13 აგვისტოს ქალაქის დაცემით.

რესურსები ინტერნეტში