ტოგო ჰეიჰაჩირო
ტოგო ჰეიჰაჩირო | |
---|---|
ფაილი:Tōgō Heihachirō.jpg | |
ზედმეტსახელები | "აღმოსავლეთის ნელსონი"
"ჯონი ჩაინამენი" |
დაბადების თარიღი | კაგოსიმა, სატსუმას სამფლობელო | 27 იანვარი1848
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი1934 ტოკიო, იაპონიის იმპერია | (86 წლის)
მოქალაქეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: იაპონიის იმპერია |
მსახურების სფერო | იმპერატორული იაპონიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი |
მსახურების წლები | 1863-1913 |
რანგი | ფაილი:Imperial Japan-Navy-OF-9-collar.svg ფაილი:元帥徽章.svg მარშალ-ადმირალი |
წოდება | გაერთიანებული ფლოტის მთავარსარდალი |
ბრძოლები/ომები |
|
Awards | ქრიზანთემის ორდენის დიდი ბაფთა ოქროს ფრანის ორდენი (პირველი რანგი) ამომავალი მზის ორდენის გრანდ კორდონი
|
სხვა საქმეები | პრინცი ჰიროჰიტოს მასწავლებელი |
ტოგო ჰეიჰაჩირო (იაპონ. 東郷 平八郎?, 27 იანვარი 1848თარგი:Snd30 მაისი 1934), იყო გენსუი, ანუ ფლოტის ადმირალი იმპერიალისტური იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალებში და ამ სფეროში იაპონიის ერთ-ერთი უდიდეს გმირად ითვლება. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში გაერთიანებული ფლოტის მთავარსარდლის რანგში მან წარმატებით შეაკავა რუსული "წყნარი ოკეანის საზღვაო ძალები" პორტ არტურთან, შემდეგ კი დასუსტებულ მტერთან გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია ცუსიმის ბრძოლაში 1905 წლის მაისში. დასავლელმა ჟურნალისტებმა ტოგოს "აღმოსავლეთის ნელსონი" შეარქვეს. მას იაპონიაში დღემდე დიდ პატივს სცემენ, როგორც ეროვნულ გმირს. იაპონიაში არის მისი სახელობის ქუჩები და სალოცავები.
ადრეული წლები
ტოგო, დაბადების სახელით ტოგო ნაკაგორო, დაიბადა (仲五郎) 1848 წლის 27 იანვარს კაჟია-ჩოში (加治屋町) ქალაქ კაგოშიმას რაიონში, სატსუმას სამფლობელოში (თანამედროვე კაგოშიმას პრეფექტურაში). ის ტოგო კიჩიზაემონის[1] და ჰორი მასუკოს ოთხი ვაჟიდან მესამე იყო.
ტოგო კიჩიზაემონი იყო სამურაი, რომელიც ემსახურებოდა შიმაცუს დაიმიოს, როგორც შემოსავლების გამგებელი, ხაზინადარი და რაიონის გამგებელი. ჰორი მასუკო (1812–1901) კი დიდგვაროვანი ქალი იყო იმავე კლანიდან, რომლიდანაც მისი მეუღლე.
კაჯია-ჩო კაგოშიმას სამურაების ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი იყო, სადაც დაიბადა მეიჯის პერიოდის მრავალი სხვა გავლენიანი ფიგურა, მათ შორის საიგო ტაკამორი და ოკუბო ტოშიმიჩი . ისინი მეიჯის იმპერატორის დროს წარჩინებულ პოზიციებზე დაწინაურდნენ. ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ის, რომ შიმაცუს კლანი გადამწყვეტი სამხედრო და პოლიტიკური ფაქტორი აღმოჩნდა ბოშინის ომში ტოკუგავას შოგუნატის წინააღმდეგ, მეიჯის რესტავრაციის დროს.
ტოგომ მიიღო განათლება და აღიზარდა ისე, რომ გამხდარიყო სამურაი. სამურაების ტრადიცია ახალგაზრდებს ავალდებულებდა სახელი შეეცვალათ. (გენპუკუ)[2] 13 წლის ასაკში, რელიგიურ და პატრიოტულ ცერემონიაზე, ტრადიციის თანახმად, ტოგომ დაბადების სახელი შეიცვალა და გახდა ტოგო ჰეიჰაჩირო. (ჰეიჰაჩირო ნიშნავს - "მშვიდობიან შვილს")
ტოკუგავას კონფლიქტები (1863-1869)
ტოგომ ომის პირველი გამოცდილება 1863 წლის აგვისტოში, სამეფო საზღვაო ძალების მიერ კაგოშიმას დაბომბვის დროს მიიღო. სამეფო საზღვაო ძალების მიზანი იყო სატსუმას დაიმიოს დასჯა გასულ წელს ტოკაიდოში ჩარლს ლენოქს რიჩარდსონის სიკვდილის გამო(ნამამუგის ინციდენტი), რომლის შემდეგაც იაპონელებმა უარი განაცხადეს კომპენსაციის გადახდაზე. 15 წლის ტოგო, მსროლელთა განაყოფის წევრი იყო. მისი განაყოფი პორტის დაცვისას ერთ-ერთ ქვემეხს განაგებდა.
მომდევნო წელს საცუმამ საზღვაო ფლოტი დააარსა , რომელშიც ტოგო 1866 წელს 17 წლის ასაკში ჩაირიცხა მის ორ ძმასთან ერთად.1868 წლის იანვარში, ბოშინის ომის დროს ტოგო დაინიშნა სამხედრო გემზე სახელად "კასუგა", ოსაკასთან ახლოს გამართულ ავას ბრძოლაში მონაწილეობდა, ტოკუგავა ბაკუფუს ფლოტის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი იაპონური საზღვაო ბრძოლა ორ თანამედროვე ფლოტს შორის.
როდესაც კონფლიქტი ჩრდილოეთ იაპონიაშიც გავრცელდა, ტოგომ "კასუგას" ბორტზე მესამე კლასის ოფიცრის რანგში მიიღო მონაწილეობა ბაკუფუს ფლოტის დარჩენილ ძალებთან გამართულ შეტაკებებში - მიაკოს ყურის ბრძოლაში და ჰაკოდატეს ბრძოლაში 1869 წელს.
1869 წლის შემოდგომაზე, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, სატსუმას კლანის მითითებით, ტოგო იოკოჰამას სახელშეკრულებო პორტში გაემგზავრა ინგლისური ენის შესასწავლად. ის იოკოჰამაში ცხოვრობდა დაისუკე შიბატასთან ერთად , სახელმწიფო მოხელესთან, რომელმაც დახელოვნებული იყო ინგლისურ ენაში. ტოგო ინგლისური სიტყვების გამოთქმაში დამატებით გაკვეთლებს იღებდა ჩარლზ ვაგმანისგან, The Illustrated London News - ის იაპონიის კორესპონენტისგან.
ტოგო ძალიან სწრაფად პროგრესირებდა სწავლაში და 1870 წელს მოიპოვა ადგილი ცუკიჯიში, ტოკიოს რაიონში ახლად დაარსებულ იაპონიის იმპერიული საზღვაო ძალების სასწავლო სკოლაში. 1870 წლის 11 დეკემბერს იგი ოფიციალურად დაინიშნა კადეტად იაპონურ ჯავშნოსან საფლაგმანო გემ "რუიჯოზე", რომელიც იმ დროისთვის იოკოჰამას ნავსადგურში იდგა. [3]
სწავლა ბრიტანეთში (1871–1878)
1871 წლის თებერვალში ტოგო, თერთმეტ სხვა იაპოენ ოფიცერ კადედთან ერთად, შეარჩიეს ბრიტანეთში გასამგზავრებლად სწავლის გასაგრძელებლად და სამხედრო-საზღვაო ცოდნის გასაღრმავებლად. ტოგო ბრიტანეთში შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, რა დროშიც მან მრავალი საზღვაო პრაქტიკული წვრთნა გაიარა და ავსტრალიის მიმართულებით ხანგრძლივ მოგზაურობაშიც მიიღო მონაწილეობა.
1871 წელს 80 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, ტოგო საუთჰემპონის პორტში ჩავიდა, შემდეგ კი ლონდონისკენ გაემართა. ჩანაწერების მიხედვით, ინგლისში ჩასული კადეტებისთვის უამრავი რამ იყო უცხო და უცნაური. ქვისგან ნაგები გუმბათოვანი შენობები და მათი მასიური ზომები, ავეჯი, რომლითაც ევროპული ოთახები იყო მოწყობილი და საყასბეებში გამოფენილი ხორცი. მათ რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ შეჩვეოდნენ ხორცის ამგვარ სიუხვეს. [4]
იაპონური ჯგუფი დანაწევრდა და ახალგაზრდა კადეტები ინგლისურ პანსიონატებში გააგზავნეს, ინგლისური ენის, ნორმების და მანერების ინდივიდუალურად შესასწავლად. ტოგო თავდაპირველად რამდენიმე კვირით პლიმუთის საზღვაო პორტის პანსიონატში გაგზავნეს, რათა ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების შესახებ ესწავლა. შემდგომში ის წავლობდა ისტორიას, მათემატიკას და ინჟინერიას პორტსმუთის საზღვაო მოსამზადებელ სკოლაში ადგილობრივი სასულიერო პირისა და დამრიგებლის ხელმძღვანელობით. ტოგო ემზადებოდა დარტმუთში სამეფო საზღვაო კოლეჯში ჩასაბარებლად.
1972 წელს ბრიტანულმა სამხედრო-საზღვაო სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დარტმუთში იაპონელი კადეტებისთვის თავისუფალი ადგილები არ გამოიყოფოდა. ტოგომ მოახერერხა კადეტად ჩარიცხულიყო ტემზის საზღვაო მოსამზადებელი კოლეჯის[5] სასწავლო გემზე სახელად "HMS Worcester".
ტოგოს მისი კადეტური საკვები რაციონი "არაადეკვატურად" მიაჩნდა. "ჩემს მცირე რაციონი წამში გადავყლაპე. გამიჩნდა ჩვევა, ჩაიში დამელბო პური და ბევრი მეჭამა. ამან ჩემი ინგლისელი ამხანაგები ძალიან გააკვირვა". ამ ამხანაგებმა ტოგოს "ჯონი ჩაინამენი" შეარქვეს, რადგან ისინი აღმოსავლეთს არ იცნობდნენ და ვერ ანსხვავებდნენ აზიელ ხალხს ერთმანეთისგან. "ახალგაზრდა სამურაის ეს არ მოსწონდა და არაერთხელ დაემუქრა ამხანაგებს, რომ ამ ამბავს დარყმებით დაასრულებდა". კოლეჯის საარტილერიო წვრთნა გემზე "HMS Victory" გაიმართა. ტოგო ტრაფალგარის დღის აღნიშვნას გემბანზე შეხვდა, 1973 წელს. ორწლიანი წვრთნის შემდეგ, ტოგომ სწავლა მის კლასში მეორე საუკეთესო შედეგით დაასრულა.
1875 წელს ტოგომ შემოიარა მსოფლიო. ის ამ დროს ბრიტანული სასწავლო გემი "Hampshire"-ს ეკიპაჟში ირიცხებოდა, როგორც ჩვეულებრივი მეზღვაური. ეკიპაჟმა მოგზაურობა თებერვალში დაიწყო და ზღვაში 70 დღე დაჰყო ნავსადგურში გაჩერების გარეშე მანამ, სანამ მელბურნამდე მიაღწიეს. ტოგო "აკვირდებოდა სამხრეთ კონტინენტის უცნაურ ცხოველებს". ინგლისში დაბრუნებამდე ტოგომ 30 ათასი მილი გაიარა. 1975-1976 წლების შემოდგომა-ზამთარში, ტოგომ ხუთი თვე გაატარა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც მათემატიკასა და ინგლისურ ენას ეუფლებოდა მეუფე არტურ დაგლას კაპელის ხელმძღვანელობით.[6] ჩანაწერების მიხედვით, ტოგო კემბრიჯში ყოფნის დროს საეკლესიო მსახურებებს დასწრებია.
1875 წელს ტოგოს ავადმყოფობის გამო მის მხედველობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. კაპელი ამბობდა: "პაციენტმა სამედიცინო ჯგუფს სთხოვა, რომ ყველაფერი ეცადათ. მათი ექსპერიმენტების ნაწილი ძალიან მტკივნეული იყო. ჩემი თვალით რომ არ მენახა, თუ რას შეუძლია გაუძლოს იაპონელმა, ჩივილის გარეშე, მე ამას არ დავიჯერებდი... მაგრამ, ტოგოს ნახვის შემდეგ მე ყველა მათგანის მჯერა". ოფთალმოლოგებმა მოახერხეს ტოგოს მხედველობის გადარჩენა. რეაბილიტაციის შემდეგ, ტოგო პორტსმუთში გაემგზავრა წვრთნის გასაგრძელებლად. მას ინსპექტორის როლი მისცეს ახალი სამხედრო გემის, "Fusō"-ს მშენებლობის პროექტში.
1877 წლის სატსუმას აჯანყების დროს ტოგო იაპონიაში არ იმყოფებოდა. მისი სამივე ძმა იბრძოდა. ორი მათგანი ბრძოლაში დაიღუპა, მესამე კი აჯანყების დასრულებიდან მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით, ტოგო ხშირად გამოხატავდა მწუხარებას და სინანულს მისი დონორის, საიგო ტაკამორის ბედზე.
იაპონიაში დაბრუნება
ლეიტენანტის წოდებაზე ახლადდაწინაურებული ტოგო იაპონიაში 1878 წლის 22 მაისს დაბრუნდა. იმავე წელს მან პირველი ლეიტენანტის წოდება მოიპოვა. 1882 წელს ტოგომ უხელმძღვანელა მისი გემის კომპანიას სეულში ჯარისკაცების დასმაში, იმოს ინციდენტის დროს.
1883 წელს ტოგოს პირველად გადაეცა გემის მეთაურობა. ამ დროის განმავლობაში ის ურთიერთობდა ბრიტანულ, ამერიკულ და გერმანულ ფლოტებთან.
საფრანგეთ-ჩინეთის ომი (1884-1885)
იაპონიაში დაბრუნებისას ტოგომ მიიღო რამდენიმე ბრძანება. თავდაპირველად, როგორც გემი "Daini Teibo"-ს კაპიტანმა, შემდეგ კი - "Amagi"-ს. საფრანგეთ-ჩინეთის ომის დროს, ტოგო სწორედ ამ გემის ბორტიდან მისდევდა ადმირალ კურბეს დაქვემდებარებაში მყოფი ფრანგული ფლოტის მოქმედებებს.
ტოგო ასევე აკვირდებოდა ფრანგული ძალების სახმელეთო ბრძოლას ჩინელების წინააღმდეგ ფორმოზაში ( ტაივანი ). ფრანგებს ჯოზეფ ჟოფრი ხელმძღვანელობდა, რომელიც მომავალში, პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის ჯარების მომავალი მთავარსარდალი იყო.
ტოგო ჰეიჰაჩიროს გვიან 1880-იანი წლებში მწვავე რევმატიზმი ტანჯავდა. მას პრაქტიკულად სრულად წოლით რეჟიმში მოუწია ცხოვრება სამი წლის განმავლობაში. მან საბრძოლო ფრონტისგან იძულებითი ჩამოშორების პერიოდი საერთაშორისო და საზღვაო სამართლის ასპექტების შესწავლას დაუთმო.[7]
ჩინეთ-იაპონიის ომი (1894-1895)
1981 წელს ტოგოს ჯანმთელობის მდომარეობამ ბრძოლის ველზე დაბრუნების საშუალება მისცა. ის კრეისერ "Naniwa"-ს მეთაურად დაინიშნა. 1984 წელს, ჩინეთ-იაპონიის ომის საწყის ფაზაში, "Naniwa"-ს კაპიტანმა ტოგომ ჩაძირა სატრანსპორტო გემი "Kowshing", რომელიც დაქირავებული იყო ჩინეთის ბეიანგის ფლოტისმიერ, პუნგდოს ბრძოლის დროს. ეს გემი კაპიტანი ტ.რ. გალსვორთის დაქვემდებარებაში იყო, რომელიც ტოგოს ახალგაზრდა კადეტობისას მისი ერთ-ერთი ინსტრუქტორი იყო. გემს კორეაში გადაყავდა ჩინელი ჯარისკაცები, რომლებთაგან ნაწილმა უარი განაცხადა ტყვედ ჩაბარებაზე, ნაწილი კი ინტერნირებული იყო იაპონური საბრძოლო გემების გამოჩენის შემდეგ.
იმ დღეს გადარჩენილი გერმანელი მაიორ ფონ ჰანეკენის ჩანაწერების მიხედვით იაპონელებმა გადარჩენილ ჩინელებს ცეცხლი გაუხსნეს და ორი სამაშველო ნავი ჩაიძირა. "ამ დროისთვის "Kowshing"-ის მხოლოდ ანძა ჩანდა. წყალი დაფარული იყო ჩინელებით და ორი სამაშველო ნავი სავსე იყო ჯარისკაცებით. იაპონელმა ოფიცერმა მამცნო, რომ მან მიიღო ბრძანება გემ "Naniwa" - სგან და უნდა ჩაეძირა ეს სამაშველო ნავები. მე ვცადე შეწინააღმდეგება, მაგრამ უშედეგოდ. ჩინელების გადარჩენის არც ერთი მცდელობა არ ყოფილა. "Naniwa" დაახლოებით საღამოს რვა სააღამდე იქ დაცურავდა, მაგრამ მეტი ევროპელი მათ არ აუყვანიათ" [8]
ტოგომ მონაწილეობა მიიღო მდინარე იალუსთან ბრძოლაში 1894 წლის 17 სექტემბერს. მისი გემი "Naniwa" ბოლო გემი იყო ადმირალ ცუბოი კოზოს დაქვემდებარებაში მყოფ საბრძოლო ხაზში. "Naniwa" ფლოტს დაეხმარა ჩინური კრეისერების "Jingyuan"-ისა და "Zhiyuan"-ის ჩაძირვაში.
1895 წელს, ომის ბოლოს, ტოგო ჰეიჰაჩიროს კონტრადმირალის წოდება მიენიჭა.
შემდგომი ბრძანებები
1896 წლის მაისში ტოგო დაინიშნა ტოკიოს საზღვაო ომის კოლეჯის კომენდანტად. მან შეცვალა სასწავლო გეგმა და ამ პერიოდში მიენიჭა ვიცე-ადმირალის წოდება. 1899 წელს დაინიშნა სასებოს საზღვაო კოლეჯის ხელმძღვანელად და პარალელურად მსახურობდა მუდმივმოქმედი ფლოტის მეთაურად.
1899 წელს ჩინეთში მოკრივეთა აჯანყების მოახლოებასთან ერთად, ტოგო დაინიშნა ფლოტის ადმირალად. ის აქტიურ საზღვაო მსახურებაში კვლავ გაიწვიეს 1900 წლის 20 მაისს. აჯანყების დროს მას ევალებოდა ჩინეთის სანაპიროს პატრულირება. 1902 წელს, როდესაც მოკრივეთა აჯანყება ჩაახშეს, ტოგო ამ მოვალეობისგან გაათავისუფლეს და დააჯილდოვეს იმპერატორისთვის გაწეული სამსახურისთვის. მოგვიანებით იგი დაინიშნა მაიზურუს საზღვაო ბაზის მშენებლობის მეთვალყურედ და შემდგომ გახდა ამ ბაზის პირველი მეთაური.
რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905)
1903 წელს საზღვაო ძალების მინისტრმა იამამოტო გონოჰიოემ ტოგო ჰეიჰაჩირო იაპონიის იმპერიის გაერთიანებული საზღვაო ფლოტის მთავარსარდლად დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი ადამიანი გააოცა, მათ შორის იყო იმპერატორი მეიჯი, რომელმაც ჰკითხა იამამოტოს, თუ რატომ დაინიშნა ტოგო. იამამოტომ იმპერატორსუპასუხა : "იმიტომ, რომ ტოგო კარგი ბედის კაცია".
რუსეთ-იაპონიის ომის დროს ტოგო დაუპირისპირდა რუსულ სამხედრო ფლოტს პორტ არტურთან და ყვითელ ზღვასთან 1904 წელს. 1905 წლის მაისში კი ტოგოს მეთაურობით იაპონურმა ფლოტმა რუსეთის იმპერიული სამხედრო-საზღვაო ძალების ბალტიის ფლოტი გაანადგურა ცუშიმას ბრძოლაში. ამ გამარჯვებამ ტოგოს ხმაურიანი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ციშიმას ბრძოლა ძალიან შთამბეჭდავ და მამაცურ გამარჯვებად მიიჩნეოდა. მან განაპირობა პატარა, თუმცა მილიტარისტულ სფეროში სწრაფად განვითარებადი აზიური სახელმწიფოს ტოლსწორი დაპირისპირება ძალიან ძლიერ ევროპელ მოწინააღმდეგესთან. იმ დროისთვის, რუსეთი მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი საზღვაო ძალის მქონე სახელმწიფო იყო. ცუშიმას ბრძოლაში ტოგოს დაქვემდებარებაში მყოფმა იაპონიის ფლოტმა მხოლოდ სამი ტორპედოს ტიპის ნავი დაკარგა. რაც შეეხება რუსულ ძალებს, ბრძოლაში 36 საბრძოლო გემი მონაწილეობდა. მათგან 22 იაპონურმა ძალებმა ჩაძირეს, ექვსი შეიპყრეს, ექვსი ინტერნირებული იყო ნეიტრალურ პორტებში და მხოლოდ სამმა მოახერხა სამშვიდობოს გასვლა ვლადივოსტოკში.
ცუშიმას ბრძოლამ აღმოსავლეთ აზიაში რუსული საზღვაო დომინირება შეარყია. ითვლება, რომ ეს დამარცხება ერთ-ერთი განმაპირობებელია იმ ამბოხებების, რომლებიც მოგვიანებით რუსულ სამხედრო-საზღვაო ძალებში მოხდა. (1905 წლის ამბოხებები ვლადივოსტოკში და სამხედრო გემი "პოტიომკინის" ამბოხი). აეს ამბოხებები კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 1905 წლის რუსეთის რევოლუციის დაწყებაში. ჩატარდა ომისშემდგომი გამოძიებები რუსეთის საზღვაო ძალის ლიდერებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ ბრძოლებში, რომლებშიც ტოგომ გაიმარჯვა. იკვლევდნენ რუსული ძალების დამარცხების მიზეზებს. განადგურებული ბალტიის ფლოტის რუსმა მეთაურმა, ადმირალმა ჟინოვი როჟესტვენსკიმ (რომელიც ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა) გადაწყვიტა, რომ ამ მარცხთან დაკავშირებული სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. ხელისუფლებამ ის სასამართლოში უდანაშაულოდ სცნო. სანაცვლოდ, ადმირალი ნიკოლაი ნებოგატოვი, რომელმაც მარცხში რუსული ხელისუფლება დაადანაშაულა, განტევების ვაცად აქციეს. ნებოგატოვი დამნაშავედ სცნეს და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ცარმა ორი წლის შემდეგ გაათავისუფლა.
გვიანი ცხოვრება
ტოგოს ჰქონდა ინგლისურენოვანი დღიურები, სადაც ეწერა: "მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვარ ჰორაციო ნელსონის რეინკარნაცია" [10] 1906 წელს მეფე ედუარდ VII-მ ტოგოს ბრიტანეთის ღირსების ორდენი გადასცა.[11]
ტოგო იყო საზღვაო საზღვაო გენერალური შტაბის უფროსი და მიენიჭა ჰაკუსაკუს ( გრაფის ). ის ასევე მსახურობდა იაპონიის ომის უმაღლესი საბჭოს წევრად. 1911 წელს, ტოგო 30 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ინგლისში, რათა დასწრებოდა მეფე ჯორჯ V- ის კორონაციას..
1913 წელს ადმირალმა ტოგომ მიიღო მარშალ-ადმირალის (გენსუის) საპატიო წოდება. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ქვეყნების საზღვაო ძალების დიდი ადმირალის ექვივალენტური წოდებაა. 1914-1924 წლებში გენსუი ტოგო ჰეიჰაჩირო იყო პასუხისმგებელი ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჰიროჰიტოს, მომავალი შოვას იმპერატორის განათლებაზე.
ტოგომ საჯაროდ გამოხატა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართ ინტერესის და სიმპატიების არ ქონა, თუმცა მან გააკეთა მკაფიო განცხადებები ლონდონის საზღვაო ხელშეკრულების წინააღმდეგ.
ტოგოს მიენიჭა ქრიზანთემის უმაღლესი ორდენის საყელო 1926 წელს. პატივი, რომელიც იმ დროს მხოლოდ იმპერატორ ჰიროჰიტოსა და პრინც კანინ კოტოჰიტოს ჰქონდათ; ამ ჯილდომ იგი იაპონიის ყველაზე დამსახურებულ საზღვაო ოფიცრად აქცია. ტოგოს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 1934 წელს, მისი პერის წოდება გაზარდეს და მიანიჭეს კოშაკუს (მარკიზის) სტატუსი.
ადმირალი ტოგო გარდაიცვალა 1934 წლის 30 მაისს, 86 წლის ასაკში, ყელის კიბოთი.[12] მას მოუწყვეს სახელმწიფო დაკრძალვა. დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იტალიის და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტებმა გაგზავნეს წარმომადგენლები და გემები, რათა დასწრებოდნენ ტოკიოს ყურეში ტოგო ჰეიჰაჩიროს საპატივცემლოდ გამართულ საზღვაო აღლუმს.
1940 წელს ჰარაჯუკუში, ტოკიოში აშენდა ტოგოს სახელობის სალოცავი. ტოგოს სიკვდილამდე განიხილებოდა მისი ამაღლების საკითხი შინტო კამიდ, მაგრამ ტოგო ამ იდეის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ტოგოს კიდევ ერთი სალოცავი არის ცუიაზაკიში, ფუკუოკაში. იაპონიაში მის ქანდაკებებს შორისაა ერთი ონტაკუს სალოცავში, აგანოში, საიტამაში და ერთი საბრძოლო ხომალდის "მიკასას" მემორიალის წინ იოკოსუკაში .
ტოგოს ვაჟი და შვილიშვილი ასევე მსახურობდნენ იაპონიის იმპერიულ საზღვაო ფლოტში. მისი შვილიშვილი დაიღუპა წყნარი ოკეანის ომის დროს მძიმე კრეისერი "Maya"-ს ბორტზე, ლეიტის ყურის ბრძოლაში .
1958 წელს, აშშ-ს საზღვაო ძალების ფლოტის ადმირალმა ჩესტერ ნიმიცმა, ტოგოს დიდმა თაყვანისმცემელმა, დააფინანსა რუსეთ-იაპონიის დროს ტოგოს ხომალდის, "მიკასას" რესტავრაცია. სანაცვლოდ, იაპონელმა ოსტატებმა წყნარი ოკეანის ომის ეროვნულ მუზეუმში, ტეხასში, გააშენეს იაპონური მშვიდობის ბაღი, მარშალ-ადმირალი ტოგოს ბაღის ასლი.[13]
ღირსებები
აერთიანებს ინფორმაციას შესაბამისი იაპონური ვიკიპედიის სტატიიდან
Tōgō-ს კარიერული აქციებიწოდებები
ტიტულები
|
- წმინდა საგანძურის ორდენის დიდი კორდონი (სავარაუდოდ 1901 წლამდე)
- ribbon bar წმინდა განძის ორდენის მესამე კლასი (1899 წლის 9 მაისი)
- წმინდა განძის ორდენის მეხუთე კლასი (1893 წლის 26 მაისი)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: წმინდა განძის ორდენის მეექვსე კლასი (1889 წლის 22 ნოემბერი)
- ribbon bar ამომავალი მზის ორდენის დიდი კორდონი (1901 წლის 19 ივლისი)
- ribbon bar ამომავალი მზის ორდენის მეოთხე კლასი (1895 წლის 20 აგვისტო)
- ფაილი:JPN Kinshi-kunsho 1Class BAR.svg ოქროს ბუდის ორდენის დიდი კორდონი (1906 წლის 1 აპრილი)
- ფაილი:JPN Daikun'i kikkasho BAR.svg ქრიზანთემის ორდენის საყელო (1926 წლის 11 ნოემბერი)
- ფაილი:JPN Daikun'i kikkasho BAR.svg ქრიზანთემის ორდენის დიდი კორდონი (1906 წლის 1 აპრილი)
წოდებების მიღების თანმიმდევრობა
- უმცროსი პირველი წოდება (1934 წლის 30 მაისი; სიკვდილის შემდეგ; უფროსი მეორე წოდება: 1918 წლის 20 ნოემბერი; მეორე წოდება: 1911 წლის 30 ოქტომბერი; უფროსი მესამე წოდება: 1906; მესამე წოდება: 1903 წლის 30 სექტემბერი; მეოთხე წოდება: 10 ივნისი, 1898 წელი; უფროსი მეხუთე წოდება: 1895 წლის 28 მარტი; მეხუთე წოდება: 1890 წლის 1 ნოემბერი: უფროსი მეექვსე რანკი: 1885 წლის 16 სექტემბერი.
უცხოური წოდებები
- ბელგია: დიდი კორდონი ლეოპოლდის ორდენში .1907 [14]
- კორეის იმპერია : ოქროს მმართველის ორდენის დიდი საყელო (მაშინ უმაღლესი ჯილდო) (1906)
- გაერთიანებული სამეფო: ღირსების ორდენის წევრი (1906 წლის 21 თებერვალი) [15]
- გაერთიანებული სამეფო: სამეფო ვიქტორიანული ორდენის დიდი ჯვრის საპატიო რაინდი (GCVO)
- იტალიის სამეფო : წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენის რაინდი დიდი ჯვარი
- საფრანგეთი: საპატიო ლეგიონის დიდი ოფიცერი
- პოლონეთი : Polonia Restituta-ს ორდენის დიდი ჯვარი
- რუსეთის იმპერია : წმინდა ანას ორდენი, I ხარისხის
- ესპანეთი: საზღვაო დამსახურების ორდენის დიდი ჯვარი (1925)
კანადაში, სასკაჩევანში მდებარე სოფელ ტოგოს სახელი მის საპატივცემლოდ ეწოდა. [16] 1992 წლამდე ფინური ლუდსახარში სახელწოდებით Pyynikin Brewery ტამპერეში აწარმოებდა "Amiraali" ლუდის ბრენდს, რომელიც პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში და დღემდე ხელმისაწვდომია იაპონიაში, ეტიკეტზე ტოგო ჰეიჰაჩიროს გამოსახულებით. [17] [18] [19] [20]
ოჯახი
ტოგოს მეუღლე იყო კაედა ტეცუ (1861-1934). წყვილს ჰყავდა ორი ვაჟი; უფროსმა, ტაკეშიმ (1885-1969) განაგრძო მამის კვალი და გახდა მეორე მარკიზი ტოგო 1934 წელს და ეკავა კაზოკუს ტიტული მანამ, სანამ ეს წოდება არ გაუქმდა 1947 წელს. უმცროსი ვაჟი, ტოგო მინორუც (1890-1962) გაყვა მამის გზას საზღვაო ფლოტში და კონტრადმირალის წოდებამდე ამაღლდა. მან კარიერა დაასრულა 1943 წელს ფუკუოკას საზღვაო რაიონის მეთაურად. მისი უფროსი ვაჟი, რიოჩი, საზღვაო ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლაში დაიღუპა. არც ტოგო მინორუს და არც ტოგო რიოიჩის არ ჰქონიათ ისეთი მაღალი შედეგები, როგორც ტოგო ჰეიჰაჩიროს. ტოგო მინორუმ საზღვაო აკადემიის მე-40 გამოშვებაში კადეტების რეიტინგში 144-დან 142-ადგილი დაიკავა. ტოგო რიოიჩიმ კი 72-ე გამოშვების რეიტინგში ბოლო, 625-ე ადგილი დაიკავა.
ტაკეში დაქორწინდა ოჰარა ჰარუკოზე (1899–1985); წყვილს ჰყავდა ერთი ვაჟი, კაზუო (1919–1991) და ორი ქალიშვილი, რიოკო (1917–1972) და მომოკო (1925–). კაზუო დაქორწინდა ამანო ტამიკოზე და ეყოლა სამი ქალიშვილი, კიკუკო (1948–), შოკო (1952–) და მუნეკო (1956–). იმის გამო, რომ კაზუოს და მის მეუღლეს არასოდეს ჰყოლიათ ვაჟები, ტოგოს სახელის გასაგრძელებლად მათ იშვილეს მათი სიძე, მარუიამა იოშიო (1942–), კიკუკოს ქმარი. კიკუკოს და იოშიოს ორი ვაჟი ჰყავთ; უფროსი, იოშიჰისა (1971–), დაქორწინდა ნიიმი მიუკიზე და ჰყავს ორი ვაჟი, რიუუტა (1991–) და მასაჰეი (1993–). [21]
პოპულარულ კულტურაში
ტოგოს წარმატება რუსეთ-იაპონიის ომში ზოგიერთი თურქისთვის შთაგონების წყაროდ გახდა. ჰალიდე ედიპ ადივარმა, თურქმა ჟურნალისტმა და ნაციონალისტმა, რომელიც თანამედროვე თურქეთის დამაარსებლებს შორის იყო, ერთ-ერთ შვილს ტოგო დაარქვა. [22] [23]
ტოგო განასახიერა ტოშირო მიფუნემ 1969 წლის იაპონურ ფილმში იაპონიის ზღვის ბრძოლა (日本海大海戦), რეჟისორი სეიჯი მარუიამა.
Იხილეთ ასევე
- ანგლო-იაპონური ურთიერთობები
- იაპონური საბრძოლო გემი მიკასა - ტოგოს ფლაგმანი ცუშიმას ბრძოლაში
- იაპონური მშვიდობის ბაღი - აქ არის მარკიზი ტოგო ჰეიჰაჩიროს სახლის მსგავსი სახლი.
- ადამიანების სია ჟურნალ Time-ის გარეკანზე (1920-იანი წლები) – 1926 წლის 8 ნოემბერი
- ტოგო - ცნობილი ციმბირული ჰასკი, რომელსაც სახელი იაპონელი ადმირალი ტოგოს საპატივცემლოდ ქვია.
- ტოგო, სასკაჩევანი
ცნობები
Script error: No such module "Authority control".
- Lloyd, Arthur. „Togo's Birth and Early Education“, The Life of Admiral Togo. AllWorldWars.com.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ikeda, Kiyoshi (1994) Britain & Japan: Biographical Portraits. Folkestone: Japan Library, გვ. 108. ISBN 1-873410-27-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Blond, Georges (1961) Admiral Togo. London: Jarrolds Publishers, გვ. 55.
- Blond, pp. 56–57
- Cobbing, Andrew (1998) The Japanese Discovery of Victorian Britain. Abingdon, Oxford: Routledge, გვ. 122. ISBN 1-873410-81-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Ikeda, Kiyoshi (1994) Britain & Japan: Biographical Portraits. Folkestone: Japan Library, გვ. 110. ISBN 1-873410-27-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Jiawu Zhanzheng. The Battle of Pung-do – July 25, 1894. SinoJapaneseWar.com.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თარგი:Cite EB1911
- Associated Press, "Admiral Togo, Famous Naval Leader, Dies", The San Bernardino Daily Sun, San Bernardino, California, 30 May 1934, Volume 40, p. 1.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Japanese Garden of Peace. ციტირების თარიღი: 7 February 2010
- 東郷(東鄕)氏 – Reichsarchiv ~世界帝王事典~ (May 2010).
- Nieuws Van Den Dag (Het) 7 July 1907
- The London Gazette, 15 May 1906.
- Barry, B. (October 2003) People Places: Contemporary Saskatchewan Place Names
- Tetsuo Shizuka (2008). SPレコード ―その限りない魅惑の世界― (ja). Chopin Co., გვ. 126. ISBN 978-4-88364-258-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Jussi Pekkarinen: Ulkopoliittinen olutselkkaus. Helsingin Sanomat, November 18, 2012. (in Finnish)
- Suomalaisen kulttioluen paneminen loppui vuosikymmeniä sitten – Kuva: piraattiversioita myydään yhä maailmalla – Helsingin Uutiset (in Finnish)
- Ulkopoliittinen myrsky olutpullossa - Seura (in Finnish)
- Anadolu Ajansının isim annesi: Halide Edip Adıvar. ციტირების თარიღი: 2024-01-04
- Why did Halide Edip give her son a Japanese name? en (2018-04-14). ციტირების თარიღი: 2024-01-04
დამატებით საკითხავი
- ანდიდორა, რონალდი. რკინის ადმირალები: საზღვაო ხელმძღვანელობა მეოცე საუკუნეში . გრინვუდის პრესა (2000).ISBN 0-313-31266-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedISBN 0-313-31266-4
- ქერა, ჟორჟ. ადმირალი ტოგო . ჯაროლდსი (1961). თარგი:ASIN
- კლემენტსი, ჯონათანი. ადმირალი ტოგო: აღმოსავლეთის ნელსონი . Haus (2010)ISBN 978-1-906598-62-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბოდლი, RVC, ადმირალი ტოგო: ფლოტის ადმირალის, მარკიზ ჰეიჰაჩირო ტოგოს უფლებამოსილი სიცოცხლე . ჯაროლდსი (1935). თარგი:ASIN
- დუპუი, ტრევორ ნ. სამხედრო ბიოგრაფიის ენციკლოპედია. შპს IB Tauris & Co (1992).ISBN 1-85043-569-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedISBN 1-85043-569-3
- Falk, Edwin A. Togo და Rise of Japanese Sea Power .
- იკედა, კიოში. "მდუმარე ადმირალი: ტოგო ჰეიჰაჩირო (1848–1934) და ბრიტანეთი", ბრიტანეთიდან და იაპონიიდან: ბიოგრაფიული პორტრეტები ტომი პირველი, თავი 9 . იაპონიის ბიბლიოთეკა (1994)ISBN 1-873410-27-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ჯუკსი, ჯეფერი. რუსეთ-იაპონიის ომი 1904-1905 წწ . Osprey Publishing (2002).ISBN 1841764469Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedISBN 1841764469
- ოგასავარა, ნაგაიო. ტრანს. ჯუკიჩი ინოიეს და ტოზო ინოიეს მიერ. ადმირალ ტოგოს ცხოვრება . სეიტო შორინის პრესა, ტოკიო, 1934 წ.
- შენკინგი, ჯ. ჩარლზი. ტალღების შექმნა: პოლიტიკა, პროპაგანდა და იმპერიული იაპონიის საზღვაო ფლოტის გაჩენა, 1868–1922 წწ . სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა (2005).ISBN 0-8047-4977-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedISBN 0-8047-4977-9
გარე ბმულები
Script error: No such module "Authority control".
- ტოგო, ჰეიჰაჩირო | თანამედროვე იაპონური ისტორიული ფიგურების პორტრეტები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Archived ში</link> ეროვნული დიეტის ბიბლიოთეკა
- Heihachirō Tōgō Flickr Commons-ში
- Newspaper clippings about Tōgō Heihachirō
- ადმირალ მარკიზ ჰეიჰაჩირო ტოგოს სურათები ლაფაიეტის კოლექციიდან V&A- ში
Script error: No such module "Authority control".
- ↑ The Life of Admiral Togo. AllWorldWars.com.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Ikeda, Kiyoshi (1994) Britain & Japan: Biographical Portraits. Folkestone: Japan Library, გვ. 108. ISBN 1-873410-27-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Blond, Georges (1961) Admiral Togo. London: Jarrolds Publishers, გვ. 55.
- ↑ Blond, pp. 56–57
- ↑ Cobbing, Andrew (1998) The Japanese Discovery of Victorian Britain. Abingdon, Oxford: Routledge, გვ. 122. ISBN 1-873410-81-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Ikeda, Kiyoshi (1994) Britain & Japan: Biographical Portraits. Folkestone: Japan Library, გვ. 110. ISBN 1-873410-27-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Jiawu Zhanzheng. The Battle of Pung-do – July 25, 1894. SinoJapaneseWar.com.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ თარგი:Cite EB1911
- ↑ Associated Press, "Admiral Togo, Famous Naval Leader, Dies", The San Bernardino Daily Sun, San Bernardino, California, 30 May 1934, Volume 40, p. 1.
- ↑ Japanese Garden of Peace. ციტირების თარიღი: 7 February 2010
- ↑ Nieuws Van Den Dag (Het) 7 July 1907
- ↑ The London Gazette, 15 May 1906.
- ↑ Barry, B. (October 2003) People Places: Contemporary Saskatchewan Place Names
- ↑ Tetsuo Shizuka (2008). SPレコード ―その限りない魅惑の世界― (ja). Chopin Co., გვ. 126. ISBN 978-4-88364-258-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Jussi Pekkarinen: Ulkopoliittinen olutselkkaus. Helsingin Sanomat, November 18, 2012. (in Finnish)
- ↑ Suomalaisen kulttioluen paneminen loppui vuosikymmeniä sitten – Kuva: piraattiversioita myydään yhä maailmalla – Helsingin Uutiset (in Finnish)
- ↑ Ulkopoliittinen myrsky olutpullossa - Seura (in Finnish)
- ↑ 東郷(東鄕)氏 – Reichsarchiv ~世界帝王事典~ (May 2010).
- ↑ Anadolu Ajansının isim annesi: Halide Edip Adıvar. ციტირების თარიღი: 2024-01-04
- ↑ Why did Halide Edip give her son a Japanese name?. ციტირების თარიღი: 2024-01-04
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- სამურაი
- დაბადებული 1848
- გარდაცვლილი 1934
- ბოშინის ომი
- კაგოსიმა
- იაპონიის იმპერია
- რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეები
- მეიძის პერიოდი
- სამხედრო-საზღვაო ისტორია
- საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერები
- ადმირალები
- იაპონიაში დაბადებული
- კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- გმირები
- ფლოტი
- მეიჯის
- ღირსების ორდენი
- ოქროს ფრანის ორდენი
- კაზოკუ
- მიკასა
- საზღვაო ომი