ტონზილიტი
ტონზილიტი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ნუშურები ტონზილიტის დროს | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
წარმოთქმა |
|
დარგი | Script error: No such module "WikidataIB". |
სიხშირე | Script error: No such module "PrevalenceData". |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 13165 |
ICD-10 | J03., J35.0 |
ICD-9 | 463 |
MedlinePlus | 001043 |
Patient UK | ტონზილიტი |
MeSH | D014069 |
ტონზილიტი (< ლათ. tonsillae — ნუშურები) — სასის ნუშურების ანთება. შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული. ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერიია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს თავისთავადაც. დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკი, ადენოვირუსი) ალერგიას. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეში ჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა. განარჩევენ ტონზილიტის უბრალო ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება მხოლოდ ადგილობრივი სიმპტომებ (ყელის ტკივილი და სხვ.), და ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმას, როდესაც ტკივილს დაერთვის ზოგადი მოვლენებიც (კისრის ლიმფადენიტი, ტემპერატურის მომატება, ცვლილებები გულის მხრივ და სხვ.). ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობს რევმატიზმის, ნეფრიტის, თირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.
მკურნალობა
უბრალო ქრონიკული ტონზილიტის დროს მკურნალობენ ანტიმიკრობული საშუალებებით, ნუშურების ლაკუნების გამორეცხვით, ფიზიოთერაპიით. ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმის დროს საჭიროა ტონზილექტომია (ნუშურების ამოკვეთა).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 19.
რესურსები ინტერნეტში
- ტონზილიტი www.higia.ge
- ქრონიკული ტონზილიტი www.medgeo.net
- ტონზილიტი www.med.ge
- როგორ მოვიქცეთ ტონზილიტის დროს www.mkurnali.ge