შინაარსზე გადასვლა

ტოპოლოგიური სივრცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოპოლოგიური სივრცე მათემატიკაში ეწოდება სიმრავლეს მასზე მოცემული ტოპოლოგიით. ტოპოლოგიური სივრცე არის მათემატიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნება და იგი გვხვდება მათემატიკის პრაქტიკულად ყველა დარგში.

განმარტება

ტოპოლოგიური სივრცე არის წყვილი (X,τ), სადაც X არის სიმრავლე, ხოლო τ არის X-ის ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლის P(X)-ის ქვეოჯახი τP(X), ისეთი რომ სრულდება შემდეგი პირობები:

  • Xτ , τ

მთელი სივრცე და ცარიელი სიმრავლე ეკუთვნიან ამ ქვეოჯახს (ოჯახს აქვს უმცირესი და უდიდესი ელემენტი ჩართვის მიმართების მიმართ).

  • თუ U1X და U2X მაშინ U1U2X

ოჯახი ჩაკეტილია სასრული თანაკვეთის ოპერაციის მიმართ.

  • თუ i(Uiτ) სადაც I ინდექსთა ნებისმიერი სიმრავლეა, მაშინ iIUiτ

ოჯახი ჩაკეტილია ნებისმიერი გაერთიანების მიმართ.

τ-ს ეწოდება ტოპოლოგია მის ელემენტებს კი ღია სიმრავლეები.