ტოტო (ჯგუფი)
ტოტო | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტოტოს კონცერტი კოპენჰაგენში, დანიაში, KB Hallen-ზე, 2010. ჯგუფის 2010 წლის შემადგენლობა, მარჯვნიდან: საიმონ ფილიპსი (დრამერი), დევიდ პეიჩი (პიანისტი), მაბვუტო კარპენტერი (ბეკ-ვოკალისტი), ჯორი სტეინბერგი (ბეკ-ვოკალისტი), სტივ ლუკათერი (გიტარისტი, შემცვლელი„ შემდვლელი ვოკალისტი), ნათან ისთი (ბასისტი, ბეკ-ვოკალისტი), სტივ პორკარო (პიანისტი), ჯოზეფ უილიამსი (მთავარი ვოკალისტი) | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | ვან ნაისი, კალიფორნია, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპი |
აქტიური | 1977-2008, 2010–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Frontiers, Toto |
წევრები |
სტივ ლუკათერი დევიდ პეიჩი სტივ პორკარო ჯოზეფ უილიამსი დევიდ ჰანგეიტი შენონ ფორესტი |
ყოფილი წევრები |
ჯეფ პორკარო ბობი კიმბოლი მაიკ პორკარო ფერჯი ფრედერიკსენი ჯინ-მაიკლ ბაირონი საიმონ ფილიპსი გრეგ ფილინგეინსი კით კერლოკი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ტოტო (ინგლ. Toto) — ამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსებული ვან-ნაისში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში 1977 წელს. ჯგუფის დღევანდელ შემადგენლობაშია: ჯოზეფ უილიამსი (მთავარი ვოკალისტი), დევიდ პეიჩი (შემცვლელი და ვოკალისტი), სტივ პორკარო (პიანისტი), სტივ ლუკათერი (გიტარისტი და ბეკ-ვოკალისტი), დევიდ ჰანგეითი (ბასისტი) და შენონ ფორესტი (დრამერი). მუსიკალური სტილი, რომლითაც ტოტოა ცნობილი მოიცავს პოპს, როკს, სოულს, ფანკს, პროგრესულ როკს, მძიმე როკს, R&B-ს, ბლუზს და ჯაზს.
დევიდ პეიჩს და ჯეფ პორკაროს ერთად მოუხდათ მუშაობა, როგორც სტუდიური მუსიკოსებს რამდენიმე ალბომზე და გადაწყვიტეს ბენდის ჩამოყალიბება. მოგვიანებით დაიმატეს დევიდ ჰანგეითი, სტივ ლუკათერი, სტივ პორკარო და ბობი კიმბოლი და ჩამოაყალიბეს ბენდი, რომელმაც გვიან 1970-იანებსა და 1980-იანებში დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. წარმატებებს სათავე დაუდო 1978 წელს გამოცემულმა ეპონიმურმა ალბომმა. ამას მოჰყვა მორიგი ხმაურიანი და კომერციულად ასევე წარმატებული ალბომი toto IV (1982), რამაც ტოტო ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჯგუფად აქცია თავის ეპოქაში. ჯგუფმა მსმენელთა შორის თავი დაიმკვიდრა ისეთი ცნობილი ჰიტებით, როგორებიცაა: „Hold the Line“, „Rosanna“ და „Africa“.
წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. 2008 წელს ლუკათერმა დააანონსა ჯგუფიდან წასვლა, რამაც ჯგუფის დაშლა გამოიწვია. 2010 წლის ზაფხულში კი ჯგუფი კვლავ აღდგა და მოკლე ევროპული ტურნეც მოაწყო ახალი შემადგენლობით მაიკ პორკაროს პატივსაცემად, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და მისი ბენდში დარჩენა უკვე სათუო იყო.[1]
ჯგუფმა დღემდე 17 ალბომი ჩაწერა და 35 მილიონი ალბომის გაყიდვა შეძლო.[2] მის ჯილდოებს შორისაა რამდენიმე გრემი, 2009 წლიდან კი მუსიკოსთა დიდების დარბაზისა და მუზეუმის ბინადარიცაა.
ბიოგრაფია
ფორმირება (1977)
ტოტოს წევრები, სანამ ჯგუფს ჩამოაყალიბებდნენ რეგულარულად მუშაობდნენ სთილი დენთან, Seals and Crofts-თან,[3] ბოზ სქეგსთან,[4] სონი & ჩერისთან,[5] და ბევრ სხვა მუსიკოსთან 1970-იანი წლების ყველაზე პოპულარული სიმღერების ჩაწერაზე. სტუდიური მუსიკოსისა და არანჟირისტის, მარტი პეიჩის ვაჟმა პიანისტმა დევიდ პეიჩმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სქეგსის ალბომის - Silk Degrees-ს შექმნაში. მას და ჯეფ პორკაროს ხშირად უხდებოდათ ერთ სესიაზე დაკვრა. მათი ურთიერთობა კი უფრო ადრე კალიფორნიაში, ვან ნაისში მდებარე გრანტის სკოლაში დაიწყო, სადაც მათ შექმნეს ბენდი, სახელწოდებით Rural Still Life. პეიჩსა და პორკაროს სერიოზულად ჰქონდათ გადაწყვეტილი საკუთარი ჯგუფის შექმნა და ასეც მოიქცნენ. მათ ჯერ სესიების ვეტერანი, მათი ნაცნობი ბასისტი დევიდ ჰანგეითი დაიმატეს. მას მოჰყვნენ ჯეფის ძმა სტივ პორკარო (პიანისტი) და გიტარისტი სტივ ლუკათერი, რომელიც დევიდის მსგავსად, თავადაც უკრავდა სკეგსის ბენდში (ლეს დუდეკის შემცვლელად). სტივ ლუკათერი და სტივ პორკარო თანაკლასელები იყვნენ და მათ პეიჩისა და ჯეფის სწავლის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს ჯგუფ Rural Still Life-ში (შემდეგ სახელი შემოკლდა და დარჩა მხოლოდ Still Life). 1977 წელს S.S. Fools-ის ყოფილი მომღერლის ბობი კიმბელის დამატების შემდეგ კი ჯგუფმა სერიოზულად დაიწყო მუშაობა თავიანთ პირველ ალბომზე.
ჯგუფის სახელი და სადებიუტო ალბომი (1977–1979)
მას შემდეგ, რაც ჯგუფი შეიკრიბა დევიდ პეიჩმა თავდაუზოგავად დაიწყო მუშაობა ალბომზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ეპონიმური სადებიუტო ალბომი. პოპულარული მითის თანახმად, როდესაც ჯგუფის წევრები პირველად მივიდნენ სტუდიაში ალბომზე სამუშაოდ ჯეფ პორქაქომ თავიანთ ფირებს დააწერა „ტოტო“, რომ სტუდიაშ მყოფი სხვა ჯგუფების ფირებში არ არეოდათ. ადრეულ 1980-იან წლებში ჯგუფის წევრებმა პრესას უთხრეს, რომ ბენდს სახელი ტოტო ოზის საოცარ ჯადოქარში მოხსენიებული ძაღლის გამო დაარქვეს. კიდევ ერთი ჭორის მიხედვით, კი სახელი მოდის ბობი კიმბოლის „ნამდვილი“ გვარიდან — Toteaux. ეს ვერსია რეალურად ყოფილი ბასისტის დევიდ ჰანგეითის მიერ გავრცელებულ ხუმრობას ეფუძნებოდა.[6] პირველი ალბომის ჩაწერის შემდეგ ჯგუფს ისევე, როგორც ალბომს სახელი არ ჰქონდა, ხოლო, როდესაც დევიდ ჰანგეითმა ფირზე მიწერილი სიტყვები ნახა, ჯგუფის წევრებს აუხსნა, რომ სიტყვები „ტოტო“-ში ლათინურად ნიშნავდა ყველაფრისმომცველს. რადგანაც ჯგუფის წევრები ამდენად მრავალფეროვან მუსიკალურ მიმდინარეობებს უკრავდნენ, ისინი დაეთანხმნენ, რომ ჯგუფს ეს სახელი რქმეოდა.[7]
ალბომმა ჩარტები გამოშვებისთანავე დაიპყრო, რაც ძირითადად ჰიტ-სიმღერის „Hold the Line“-ს დამსახურება იყო, მაგრამ ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ სიმღერები: „I'll Supply the Love“ და „Georgy Porgy“. ტოტომ მალევე დაიბევა საერთაშორისო აღფრთოვანება და ნომინირებული იქნა გრემის საუკეთესო ახალბედა შემსრულებლი ნომინაციაზე. ამის შემდეგ, 1979 წელს ჯგუფმა პირველი ამერიკული ტურნე დაიწყო სადებიუტო ალბომის პოპულარიზაციისთვის.[8] ტურნეს განმავლობაში, ჯგუფმა თან წაიყოლა კიდევ ორი მუსიკოსი: ტომ კელი (გიტარისტი, ბეკ-ვოკალისტი) და ლენი კასტრო (დასარტყამი ინსტრუმენტალისტი). ტოტომ მუსიკოსების ტურნეში წაყვანის ტენდენცია სამომავლოდაც გააგრძელა.
Hydra და Turn Back (1980–1981)
დაახლოებით, პირველი ტურნეს დროს ჯგუფმა ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა, სახელწოდებით Hydra, რომელიც მოგვიანებით, იმავე წელს გამოვიდა. ალბომში შევიდა ტოტოს მორიგი პოპულარული სიმღერა „ 99", რომლის შთაგონების წყაროც ჯორჯ ლუკასის საკულტო ფილმი THX 1138 იყო.[9] დაახლოებით 30 წლის შემდეგ, სტივ ლუკათერმა განაცხადა, რომ სიმღერის პოპულარობის მიუხედავად, მას სძულდა „99", ეს იყო მისთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია, რაც კი ტოტოს შეუქმნია. სწორედ ეს გარემოება სახელდებოდა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ დარჩა სცენაზე კონცერტის დასრულებამდე ლუკათერი 2013 წლის 25 თებერვალს პოლონეთში ჯგუფის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე.[10] ჯგუფმა ასევე გამოუშვა 4 სარეკლამო მუსიკალური ვიდეო ალბომისთვის. იმისდა მიუხედავად, რომ Hydra-მ ვერ დაჯაბნა ტოტოს პირველი ალბომი, ის მაინც ბრწყინვალე იყო. ალბომის გამოშვებიდან მალევე ბენდმა ახალი ტურნე - Hydra Tour დააანონსა. ტურნე, რომელიც 1980 წლის თებრვლიდან ამავე წლის ივნისამდე გაგრძელდა და გასცდა ამერიკის ფარგლებს.
ადრეულ 1981 წელს ტოტომ მორიგი, მესამე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით turn Back. ალბომში მეტი დატვირთვა მოდიოდა გიტარაზე, რის ხარჯზეც დატვირთვა შემცირდა ფორტეპიანოზე, რაც ინოვაცია იყო წინა ალბომებთან შედარებით.
1981 წლის 15 დეკემბერს შენიღბულმა პოლიციელმა დააკავა ბობი კიმბოლი კოკაინის გაყიდვისთვის.
Toto IV (1982)
მას შემდეგ, რაც ტოტოს Turn Back-მა სრული კრახი განიცადა, ჯგუფი ხმის ჩამწერი კომპანიის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რომელიც ახალ დამანგრეველ ალბომს ითხოვდა და ასეთი აღოჩნდა Toto IV - 1980-იანი წლების კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, რომელსაც სამჯერ პლატინის სტატუსი მიანიჭეს. ალბომში შევიდა სამი ჰიტი, რომლებმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მოიპოვეს ადგილი. ესენია: „Africa", „Rosanna" და „I Won't Hold You Back". ალბომი ასევე გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჩარტებში, რამაც ბენდის მსოფლიო მასშტაბით პოპულარობას შეუწყო ხელი. „Africa" 1983 წლის თებერვალში ლიდერობდა ჩარტებს და მუდმივად ჟღერდა რადიოში მთელს მსოფლიოში, მაგრამ სიმღერა, რომელმაც ჯგუფში არნახული პოპულარობა და გრემის რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა „Rosanna)" არის. თავად ალბომმა 7 გრემის ჯილდო მიიღო, ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: „წლის საუკეთესო ჩანაწერი" სიმღერისთვის „Rosanna", „წლის ალბომი" Toto IV-თვის და „წლის პროდიუსერი". მართალია, ალბომის შექმნის პერიოდში სტივ პორკაროს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა როზანა არკეტთან, მაგრამ როგორც „Rosanna"-ს ავტორი, დევიდ პეიჩის იუწყება, სიმღერა ამ ურთიერთობას არ ეხება.[11] სიმღერის კლიპში კი როსანას კინთია როუდსი განასახიერებს. ჯგუფმა 1982 წელს ახალი ტურნე წამოიწყო ალბომის მხარდასაჭერად.[8]
აღსანიშნავია, რომ ამავე წელს გამოშვებულ ალბომ „Thriller"-ში შესულ სიმღერაზე, სახელწოდებით „Human Nature" მაიკლ ჯექსონმა და სტივ პორკარომ ერთად იმუშავეს.
Isolation (1982–1985)
Toto IV-ს გამოოშვების შემდეგ ჯგუფი დევიდ ჰანგეითმა დატოვა და ნეშვილში წავიდა პროდიუსერის კარიერის გასაკეთებლად. მისთვის დიდება, რომელიც ჯგუფს მოსავდა და თანდათან ემატებოდა ხელისშემშლელი აღმოჩნდა ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად და ამიტომ მან ოჯახი აირჩია. დევიდის აგილი ბას-გიტარაზე მაიკ პორკარომ დაიკავა. პრობლემები ჰქონდა მთავარ ვოკალისტ ბობი კიმბოლსაც, რომელიც ჯგუფიდან 1984 წელს წავიდა.[12] მას ბრალს სდებდნენ ნაკოტიკის გაყიდვაში, რის გამოც სასამართლოს წინაშეც მოუხდა წარდგომა, მაგრამ დამნაშავედ არ ცნეს და 28 მაისს ბრალიც მოუხსნეს.[13] ტოტომ ამ პერიოდში ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისთვის „დიუნა“.
ტოტომ მთავარი ვოკალისტის დანაკლისის შევსება სცადა და ეს ადგილი ჯგუფ Mr. Mister-ის წევრ რიჩარდ ფეიჯს შესთავაზე,რაზეც უარი მიიღო. შემდეგი სამიზნე კი Angel-ის, Trillion-ისა და Le Roux-ს ყოფილი სოლისტი ფერჯი ფრედერიკსენი იყო, რომელიც შეთავაზებას დასთანხმდა და მასთან ერთად ჩაიწერა მორიგი ალბომი Isolation, რომელიც 1984 წლის გამოვიდა. მართალია ამ ალბომმა ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორსაც Toto IV-მა, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა ოქროს სტატუსი, რა მასში შესული Stranger in The Town-ის დამსახურებაა. ალბომის მხარდასაჭერი ტურნე 1985 წლის თებერვალში დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა.[8]
შემადგენლობა
მიმდინარე
- სტივ ლუკათერი — გიტარა, ვოკალი, ფორტეპიანო (1977-2008, 2010-დღემდე)
- დევიდ პეიჩი — ფორტეპიანო, ვოკალი (1977-2008, 2010-დღემდე)
- ჯოზეფ უილიამსი — მთავარი ვოკალი (1986-1989, 2010-დღემდე)
- დევიდ ჰანგეითი — ბას-გიტარა (1977-1982, 2014-დღემდე)
- შენონ ფორესტი - დასარტყმელი საკრავები (2015-დღემდე)
ტურნეების ქრონოლოგია
|
რესურსები ინტერნეტში
- ჯგუფის ოფიციალური საიტი
- ტოტო WorldMusicDatabase-ში Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ექსკლუზიურად ჯეფ პორკაროსათვის შექმნილი ფრანგული საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სტივ ლუკათერის ოფიციალური საიტი
- http://www.stevelukather.com/news-articles/2015/05/toto-sounding-at-the-very-top-of-their-game.aspx
სქოლიო
- ↑ Official TOTO Website – Hot News. toto99.com. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Toto to Release First Album in Nearly a Decade. Billboard. Prometheus Global Media (January 8, 2015). ციტირების თარიღი: January 9, 2015.
- ↑ Seals and Crofts album information. Sealsandcrofts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2011. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Silk Degrees album information. Artistdirect.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2005. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Sonny and Cher information. Cherscholar.com (December 31, 1999). ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Robert's Toto Homepage. Hem.passagen.se (August 5, 1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2001. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Ibid. Hem.passagen.se (August 5, 1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2001. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Toto Tourdate Information. Toto_rocks.tripod.com. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Toto Encyclopedia. Toto99.com (April 28, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2010. ციტირების თარიღი: July 20, 2011.
- ↑ Steve Lukather Interview 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-07. ციტირების თარიღი: 2015-07-08.
- ↑ Tegnér, Anders. Toto Interview 1988. ციტირების თარიღი: June 15, 2012.
- ↑ TOTO flies high on tour (7 May 2004). ციტირების თარიღი: 1 March 2015.
- ↑ Rock singer off the hook in drug case. ციტირების თარიღი: May 28, 1983.
- ↑ Yes & Toto 2015 Co-Headlining North American Summer Tour Schedule (April 6, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 17, 2015. ციტირების თარიღი: April 6, 2015.
- ↑ Yes & Toto announce joint tour (April 6, 2015). ციტირების თარიღი: April 6, 2015.
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ტოტო (ჯგუფი)
- ამერიკული როკ-ჯგუფები
- ამერიკული პოპ-ჯგუფები
- ამერიკული პოპ-როკ ჯგუფები
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფები
- 1970-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2000-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები