ტრიდენტის საეკლესიო კრება
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარიღი | 13 დეკემბერი, 1545 — 4 დეკემბერი, 1563 |
---|---|
აღიარებს | რომის კათოლიკური ეკლესია |
წინა კრება | ლატერანის მეხუთე საეკლესიო კრება |
შემდეგი კრება | ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება |
მოიწვია | პავლე III |
თავმჯდომარე | პავლე III, იულიუს III, პიუს IV |
ესწრებოდა | 250 სასულიერო პირი |
საკითხები | პროტესტანტიზმი, კონტრრეფორმაცია |
კანონები | დამტკიცდა 16 დოგმატური კანონი |
ტრიდენტის საეკლესიო კრება — კათოლიკური ეკლესიის XIX მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვიეს რომის პაპ პავლე III-ის ინიციატივით 1545 წლის 13 დეკემბერს ტრიდენტის (ტრენტოს) საკათედრო ტაძარში და აქვე დაიხურა 1563 წლის 4 დეკემბერს რომის პაპ პიუს IV-ის მიერ[1]. იყო კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კრება. მისი მიზანი იყო რეფორმაციისათვის პასუხის გაცემა. ითვლება კონტრრეფორმაციის საწყის წერტილადLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
საკათედრო ტაძარში, სხვა საქმეებთან ერთად, დაადასტურეს, ნიკეის რწმენის სიმბოლო, დაამტკიცეს ბიბლიის ლათინური თარგმანი, მიიღეს ტრიდენტის კატეხიზმო. სულ მიიღეს 16 დოგმატური დადგენილება, რომლებიც კათოლიკური დოგმატიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ეკლესიის მამების რაოდენობა პირველ სესიაზე იყო 34, ხოლო 25-ე და უკანასკნელზე — 215 (მათ შორის 4 პაპის ლეგატი, 2 კარდინალი, 3 პატრიარქი, 25 მთავარეპისკოპოსი, 167 ეპისკოპოსი, 7 აბატი და 7 სასულიერო ორდენის გენერალი).
ლიტერატურა
- История средних веков. Т. 2 / Под ред. З. В. Удальцовой, С. П. Карпова. — М.: Высшая школа, 1991. — 400 с. — ISBN 5-06-000012-5..
- Филиппсон М. Религиозная контрреволюция в XVI веке. Тридентский собор. 2-е изд. — М.: Либроком, 2011. — 424 с. — (Академия фундаментальных исследований: история). — ISBN 978-5-397-01939-2.
რესურსები ინტერნეტში
- Concilio de Trento — Статья на сайте Enciclopedia católica online
სქოლიო
- ↑ По материалам статьи Concilio de Trento с сайта Enciclopedia católica online.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|