ტრიქლორფტორმეთანი
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/Trichlorofluoromethane-2D.svg/langka-200px-Trichlorofluoromethane-2D.svg.png)
ტრიქლორფტორმეთანი (ფტორტრიქლორმეთანი, ფრეონი R 11, ფრეონი-11, მაცივარ აგენტი-11, CFC-11, R-11) — ფრეონი. მისი ქიმიური ფორმულაა CCl3F. უფერო თითქმის უსუნო სითხე, რომელიც დუღილს იწყებს ოთახის ტემპერატურაზე (tდუღ = 23.77 °C). აიროვან მდგომარეობაში ჰაერზე 4,7-ჯერ უფრო მძიმეა.
გამოყენება
პირველი ფართოდ გამოყენებული მაცივარ აგენტი. თავისი შედარებითი დუღილის მაღალი ტემპერატურის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკლებ წნევიათ მაცივარ აგრეგატებში, რაც ამარტივებს მის კონსტრუქციას.
რადგანაც ტრიქლორფტორმეთანის მოლეკულა შეიცავს ქლორის სამ ატომს, ეს ნივთიერება წარმოადგენს ოზონის დამშლელ ყველაზე აქტიურ ნივთიერებას. ამიტომაც მისი წარმოება და გამოყენება შეზღუდულია მონრეალის ოქმის მიხედვით. მას ანაცვლებენ შემდეგი მაცივარ აგენტებით: R-141b, R-123 და R-200 (R-227ea).
ფიზიკური თვისებები
თვისებები | მნიშვნელობა |
---|---|
სიმკვრივე (ρ) 0 °C-ზე | 1.5432 გრ/სმ³ |
სიმკვრივე (ρ) 18.82 °C-ზე | 1.4905 გრ/სმ³ |
კრიტიკული ტემპერატურა (Tc) | 198 °C (471 K) |
კრიტიკული წნევა (pc) | 4.410 მპა (44.1 ატმ) |
კრიტიკული სიმკვრივე (ρc) | 4.151 მოლ.ლ−1 |
გარდატეხის მაჩვენებელი (n) at 20 °C, D | 1.3821 |
დიპოლის მომენტი | 0.450 D |
ოზონის ფენის გამოფიტვის შესაძლებლობის კოეფიციენტი (ODP) | 1 (განსაზღვრის მიხედვით) |
გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP) | 4600 (CO2 = 1) |
რესურსები ინტერნეტში
- CFC-11 NOAA/ESRL გლობალური გაზომვები
- ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიულეტენები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მიზანი ტრიქლორფტორმეთანი სასმელ წყალში
- Names at webbook.nist.gov
- ტექნიკური მონაცემები speclab.com-ზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Phase change data at webbook.nist.gov
- თერმოქიმიური მონაცემები chemnet.ru-ზე
- ChemSub Online: Trichlorofluoromethane - CFC-11