შინაარსზე გადასვლა

ტროინატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ტროინატის გამოსახულება ალექსანდერ გუანინის ქრონიკის მიხედვით, 1578 წელი

ტროინატი იგივე ტრენიოტა (ლიეტ. Treniota, ბელარ. Транята, პოლ. Treniota; დ. 1210 — გ. 1264) — ლიტვის დიდი მთავარი 1263-1264 წლებში. იგი იყო ლიტვის პირვველი მეფის, მინდაუგასის ძმის შვილი. როდესაც მინდაუგასმა მიიღო ქრისტიანობა, რათა ტევტონთა ორდენსა და ლივონიის ორდენის რაინდებს შეეჩერებინათ ლიტვაზე თავდასხმები, ტროინატი სანიმუშო წარმართად რჩებოდა. ვარაუდობენ, რომ მას სამართავად ჩაბარებული ჰქონდა ჟემაიტია. მინდაუგასის ნაბიჯის მიუხედავად ტევტონთა რეგულარული თავდასხმები ლიტვის ტერიტორიაზე გრძელდებოდა. 1260 წელს დურბესთან ბრძოლის შემდეგ ტროინატმა დაარწმუნა მინდაუგასი, რომ უარეყო ქრისტიანობა და კვლავ წარმართობას დაბრუნებოდა. ამის შემდეგ, მათ შეუტიეს ტევტონებს, თუმცა თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, ტევტონებს მცირე დანაკლისი მოუტანა. მინდაუგასს როგორც ჩანს აღარ იტაცებდა ტროინატთან მოკავშირეობა. სანამ მინდაუგასი რამეს მოიმოქმედებდა თავისი წარმართი ძმის შვილის წინააღმდეგ, დაასწრო ტროინატმა და დაუმანტასთან ერთად მოკლა თავის ორ შვილთან ერთად. 1263 წელს, მან მიითვისა სამეფო გვირგვინი და ლიტვა წარმართობისკენ მიაქცია. თუმცა ტროინატს დიდხანს არ დასცალდა, ერთ წელიწადში მინდაუგასის შვილმა ვაიშვილკასმა ტახტიდან ჩამოაგდო.

ლიტერატურა

  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
მინდაუგასი
ლიტვის დიდი მთავარი


12631264
შემდეგი:
ვაიშვილკასი

თარგი:ლიტვის მონარქები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ტროინატი&oldid=64830“-დან