შინაარსზე გადასვლა

ტუვალუს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუვალუს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Tuvalu islands
ესკიზის შექმნის შეცდომა:
გეოგრაფია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 124
მთავარი კუნძული ვაიტუპუ
ფართობი 25,63 კმ²
უმაღლესი წერტილი 5 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 9561 (2002)
სიმჭიდროვე 373,039 ად. /კმ²

ტუვალუს კუნძულები (ინგლ. Tuvalu islands; 1975 წლამდე ელისის კუნძულები (ინგლ. Ellice) — მარჯნული კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში.

გეოგრაფია

შედგება 9 კუნძულისაგან[1], რომელთაგან 6 — ატოლია. იმის გამო, რომ ატოლი როგორც წესი შედგება რამდენიმე კუნძულისგან, ტუვალუს კუნძულების საერთო რაოდენობა შეადგენს 124-ს.

ტუვალუს კუნძულების ხმელეთის ფართობი სულ 25,63 კმ²-ია[2][3], იმ დროს, როდესაც ტერიტორიის ფართობი, რომელიც უკავიათ ლაგუნებს შეადგენს — 520 კმ²-ს. კუნძულები განლაგებულია 5 ატოლზე (ნანუმეა, ნუი, ნუკულაელაე, ნუკუფეტაუ, ფუნაფუტი), 3 დაბლობ მარჯნულ კუნძულზე (ნანუმანგა, ნიულაკიტა, ნიუტაო) და ერთ ატოლ/რიფულ კუნძულზე (ვაიტუპუ)[4], რომლებიც გადაჭიმულები არიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 595 კმ-ზე[5]. არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია (ხმელეთის ფართობის მიხედვით, და არა ლაგუნის წყლის ზედაპირის ფართით) ატოლი ვაიტუპუ (5,60 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ნიულაკიტა (0,4 კმ²)[6]. ყველა კუნძული დაბლობია, ხოლო ატოლები ძირითადად შედგება რამდენიმე მომცრო კუნძულისაგან, ანუ მოტუსაგან. ქვეყნის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს სულ 5 მეტრს[3].

ტუვალუს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ატოლი ნანუმეა, ხოლო ყველაზე სამხრეთი — ნიულაკიტა. არქიპელაგის ორ კუნძულს შორის ყველაზე უფრო მცირე მანძილი შეადგენს 67 კმ-ს (ნუკუფეტაუ/ვაიტუპუ), ხოლო ყველაზე უფრო დიდი — 172 კმ-ს (ნუი/ვაიტუპუ)[7].

ატოლი/კუნძული მთავარი დასახლებული პუნქტი ხმელეთის ფართობი,
(კმ²)
საერთო ფართობი,
(კმ²)
მოსახლეობა,
(ად. 2002 წელი)
კუნძულების რიცხვი დასახლებული პუნქტების რიცხვი კოორდინატები
ატოლები
1 ფუნაფუტი ვაიაკუ 2,79 277 4492 30 9 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
2 ნანუმეა ლოლუა 3,87 22 664 5 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
3 ნუი ტანრაკე 2,83 17 548 21 4 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
4 ნუკუფეტაუ სავავე 2,99 145 586 33 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
5 ნუკულაელაე ფანაგუა 1,82 43 393 15 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
6 ვაიტუპუ ასაუ 5,60 10 1591 9 7 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულები
7 ნანუმანგა ტონგა 2,78 2,78 589 51) 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
8 ნიულაკიტა 0,42 0,42 35 1 1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
9 ნიუტაო კულია 2,53 2,53 663 41) 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ტუვალუ ვაიაკუ 25,63 520 9 561 124 34
1) ძირითად კუნძულებს პლიუს კუნძულები დახურულ ლაგუნაში

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციულად ტუვალუ დაყოფილია 7 კუნძულოვან (ნანუმეა, ნიუტაო, ნანუმანგა, ნუი, ვაიტუპუ, ნუკულაელაე და ნუკუფეტაუ) და 1 საქალაქო (ფუნაფუტი) საბჭოდ.

მოსახლეობა

2002 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 9561 ადამიანს. მუდმივი მოსახლეობა მინიმუმ 11 კუნძულზეა, მათ შორის თითოეული ატოლის ყველაზე დიდ კუნძულზე და კიდევ ორ კუნძულზე, რომლებიც შედიან ატოლ ფუნაფუტიში. ცხრა კუნძულიდან ყველაზე პატარაა  — ნიულაკიტა — რომელიც იყო დაუსახლებელი, სანამ 1949 წელს მასზე არ დასახლდნენ კუნძულ ნიუტაოს მაცხოვრებლები.

სქოლიო

  1. Maps of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-17. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  2. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  3. 3.0 3.1 Tuvalu. CIA. The World Fact Book.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
  4. Ministry for Natural Resources and Environment., Sustainable Integrated Water Resources and Wastewater Management for Tuvalu. Diagnostic Report, 2007.
  5. Tuvalu. Location, size, and extent. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
  6. Tuvalu. Oceandots. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 12 ივლისი 2008.
  7. Ministry for Natural Resources and Environment., 1.2.2 Geography // Tuvalu Initial National Communication Under the United Nations Framework Convention On Climate Change, 1999.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted