ტფილისის გიმნაზიის ყვავილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „ტფილისის გიმნაზიის ყვავილი“ (რუს. „Цветок Тифлисской гимназии“) — თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალი (რუსულ ენაზე). უშვებდნენ 1835 წელს. რედაქტორ-გამომცემელი — მიხეილ თუმანიშვილი, გამოვიდა სულ ხუთი ნომერი, ჩვენამდე მოაღწია ოთხმა. ჟურნალში აისახა გიმნაზიის მოსწავლეთა პატრიოტული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი განწყობილებანი; გამოქვეყნებულია გიმნაზიის მასწავლებლის სოლომონ დოდაშვილის სტატიები; ნახსენებია ცნობები დეკაბრისტი, კავკასიაში ჯარისკაცად გადმოსახლებული ალექსანდრე ბესტუჟევ-მარლინსკი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია პოლიტიკური საკითხები, საქართველოს აწმყო და წარსული. ჟურნალში აქტიურად თანამშრომლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ლიტერატურა
- პაპავა ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 605.