ტშინეცის კულტურა
ტშინეცის კულტურა — ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა (XV—XII სს. ძვ. წ.ა.).
გეოგრაფია
გავრცელებულია პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსის, და რუსეთის ტერიტორიაზე. სახელწოდება მიიღო ტშცინცის (Trzciniec) ლუბლინის სავოევოდო (პოლონეთი) დასახლების ნაშთების მიხედვით.
გენეტიკური კავშირები
გენეტიკურად კავშირშია საბრძოლო ნაჯახების კულტურასთან. შემდგომში ის შევიდა, როგორც შემადგენელი ნაწილი ლუჟიცის და ბელოგრუდის (რომლებიც სავარაუდოდ ლაპარაკობდნენ პალეობალკანურ ენებზე) და მილოგრადის კულტურებში, ასევე გავლენა იქონია (ლებედოვსკი კულტურის საშუალებით) იუხნოვის კულტურაზე]][1]. რიბაკოვის აზრით, ტშცინეცკის კულტურა იყო «წინასლავური» კულტურა, ანუ წარმომადგენლები უკვე ლაპარაკობდნენ სლავურ ენებზე და იყვნენ სლავების წინაპრები.
დასახლება
დასახლებები — დაუცველი, გამაგრების გარეშე. საცხოვრებელი — მიწურები და მცირე მიწის ზედა ნაგებობები.
მატერიალური კულტურა
სამაროვნები ყორღანიანი და მის გარეშეც, დასაფლავება - ნეშთი მწოლიარეა. ნაპოვნია: სხვადასხვანაირი კერამიკული ნაკეთობები, კაჟისა და ქვის იარაღები, ძვლებისა და ბრინჟაოს ნაკეთობები. ტომების ძირითადი საქმიანობა იყო — მეცხოველეობა და მიწათმოქმედება.
საზოგადოებრივი წყობა — გვაროვნული.
რესურსები ინტერნეტში
- დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ბერეზანსკაია ს. ს., ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდი ჩრდილოეთ უკრაინაში, კ., 1972
- Gardawski A., Plemiona kultury trzcinieckiei w Polske, «Materialy starozytne», Warszawa, 1959, t. 5, s. 7—189.
სქოლიო
- ↑ სტეციუკი ვ. აღმოსავლეთ ევროპის წინაისტორიული ეთნოგენეტიკური პროცესების კვლევები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-29. ციტირების თარიღი: 2011-01-20.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted