უელსი
უელსი Script error: No such module "Separated entries". |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ეროვნული დევიზი: „Cymru am byth“ ვალ: „უელსი სამუდამოდ“ |
||||||
ჰიმნი: |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კარდიფი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური და ვალიური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ლიზ ტრასი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 20,8 ათასი კვ.კმ. კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასებით | 2,9 მლნ | ||||
ვალუტა | ფუნტი სტერლინგი (GBP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC 0 |
უელსი (ინგლ. Wales [ˈweɪlz], უელს. Cymru [ˈkəm.rɨ]) — გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.
- ფართობი — 20,8 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა — 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
- დიდი ქალაქები — კარდიფი, სუონსი, ნიუპორტი.
- ენები — ინგლისური და უელსური (18,7 %).
ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული იყო კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები „უელსის პრინცის“ ტიტულს ატარებენ.
ისტორია
ადრეული პერიოდი
ადამიანები უელსის ტერიტორიაზე დასახლდნენ ბოლო გამყინვარების პერიოდში. დოკუმენტური მტკიცებულება ჩნდება მაშინ, როცა რომაელები იწყებენ ბრიტანეთის ოკუპაციას. ამ დროს უელსის ტერიტორია გაყოფილი ჰქონდათ ბრიტანულ ტომებს, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ტომები იყვნენ სილურები და ორდოვიკები. რომაელებმა სამხრეთ უელსში ააშენეს რამდენიმე ფორტი, რომელთა შორის ყველაზე დასავლეთით მდებარეობდა კარმარტენი. რომაელებმა ამავდროულად ააშენეს ციხე „Isca Silurum“, სადაც შემონახულია დიდებული ამფითეატრი. რომაელებმა გადაინაცვლეს უელსის ჩრდილოეთ ნაწილშიც და ერთ-ერთი შუასაუკუნოვანი ისტორია გადმოგვცემს, რომ რომის იმპერატორმა მაგნუს მაქსიმუსმა ცოლად შეირთო ადგილობრივი ბელადის ქალიშვილი სეგონციიდან დღევანდელი კარნარვონადან (ქალაქი უელსში).რომაელების მართველობის პერიოდში,დაახლოებით მე-4 საუკუნეში უელსში გავრცელდა ქრისტიანობა. რომაელების წასვლის შემდეგ ბრიტებმა შექმნეს პატარა სამეფოები. კუნძულის სამხრეთი და აღმოსავლეთ ნაწილი ანგლოსაქსების მიერ იქნა დაპყრობილი, მაგრამ სახელმწიფოები რომლებიც მდებარეობდნენ ჩრდილოეთ ინგლისის მთიან რაიონებში და უელსის ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ უფრო გამძლეები. საბოლოოდ ბრიტების ჩრდილოეთ სახელმწიფოები განადგურდა ანგლების და შოტლანდიელების მიერ, თუმცა დასავლეთ ბრიტებმა თავი შეაფარეს უელსს,მაგრამ ნაყოფიერი ტერიტორიების და მდიდარი ქალაქების დაკარგვამ დიდი ზიანი მიაყენა ბრიტებს და მათ საშუალება აღარ ჰქონდათ, რომ ებრძოლათ ამ ტერიტორიებისთვის. მერვე საუკუნეში აღმოსავლეთ უელსის საზღვარი მეტ-ნაკლებად კარგად იყო ჩამოყალიბებული.
ნორმანების დაპყრობების შემდეგ
ნორმანების დაპყრობების შემდეგ 1066 წელს უელსური სახელმწიფო მეზობლების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, მიუხედავად უელსელების წინააღმდეგობისა. უილიამ დამპყრობელი შეეცადა, რომ დაემორჩილებინა უელსელები, მის საზღვართან ძლიერი საფეოდალოების შექმნით. უელსის ლორდები ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას ჰენრი VIII-ის მართველობამდე. უელსის მართველებმა სხვადასხვა დროს შეძლეს გაეერთიანებინად უელსის დიდი ნაწილი, მაგრამ უელსის სრული გაერთიანება მაინც ვერ ხერხდებოდა.1282 წელს მას შემდეგ რაც ლიველინ გრიფიდი ის ვინც თავისი თავი მთელი უელსის მართველად გამოაცხადა გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა ტყვედ აიყვანეს და ჩამოახრჩვეს, ედუარდ I-მა დაიპყრო მთელი უელსი. ინგლისელებმა ააშენეს უელსში ძალიან ბევრი ციხე-სიმაგრე რათა ეკონტროლებინათ ადგილობრივი მოსახლეობა. ბოლო დიდი ამბოხება იყო გლინდურის ამბოხება ერთი საუკუნის შემდეგ. უელსური ოჯახი ტიუდორები მონაწილეობდნენ ვარდების ომში და 1485 წელს ისინი გახდნენ ინგლისი მართველები. ინგლისისა და უელსის შერწყმა მოხდა ჰენრი VIII-ის პერიოდში მას შემდეგ რაც მან მიიღო კანონი რომლის მიხედვითაც უელსური კანონები შეიცვალა ინგლისურით.
რესურსები ინტერნეტში
- Welsh Assembly Government Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- National Assembly for Wales Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Wales Legislation Online, Cardiff Law School Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- BBC Wales
- Wales at the Open Directory Project Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted