უილიამ სიუარდ ბეროუზი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
უილიამ სიუარდ ბეროუზი (ინგლ. William Seward Burroughs [ˈbɝ.oʊz]; დ. 5 თებერვალი, 1914, სენტ-ლუისი, მისური ― გ. 2 აგვისტო, 1997, კანზასი) — ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი–ნოველისტი, ესსების ავტორი და ჟურნალისტი. მისი ნაწარმოებები ძირითადად ავტობიოგრაფიულია და დაფუძნებულია მის მიერ ნარკოტიკების მიღების შედეგად შეძენილ გამოცდილებებზე.
ბიოგრაფია
უილიამ ს. ბეროუზი დაიბადა 1914 წლის 5 თებერვალს, ქალაქ სენტ-ლუისში, მისურის შტატში, მეწარმეთა ოჯახში. მისი ბაბუა იყო დღემდე ცნობილი კომპიუტერული ფირმის, Burroughs-ის დამაარსებელი. 1932 წლიდან 1936 წლამდე ბეროუზი სწავლობდა ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ჰარვარდის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ევროპაში მოგზაურობს. 1937 წელს აღმოჩნდება ვენაში, სადაც გადაწყვეტს, რომ შეისწავლოს მედიცინა. ავსტრიაში ფიქტიურად ქორწინდება ებრაელ ილზე კლაპერთან, რითიც იხსნის მას ნაცისტებისაგან. ამერიკაში დაბრუნებული ბეროუზი გარკვეული დროის მანძილზე სწავლობს ანთროპოლოგიას ჰარვარდის ასპირანტურაში. 1941 წელს მას იძახებენ არმიაში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებენ (რისი მიზეზიც ზუსტად ცნობილი არ არის). 1943 წლის დასასრულს ნიუ-იორკში ბეროუზი გაიცნობს მომავალში ცნობილ მწერალ-ბიტნიკებს ჯეკ კერუაკსა და ალენ გიზენბერგს. კერუაკს მალევე დაუპირისპირდება შეხედულებების გამო, გიზენბერგთან კი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეგობრებს. 1944 წელს ბეროუზი ხვდება ახალგაზრდა სტუდენტს, ჯოან ვოლმერს. წყვილი მალევე იწყებს თანაცხოვრებას. ორმოციან წლებს ეკუთვნის მწერლის პირველი ლიტერატურული მცდელობანი. დაახლოებით ამ პერიოდში ბეროუზი იწყებს ნარკოტიკების მიღებას. მალევე ეჩვევა მორფს, მისი ცოლი კი – ბენზედრინს. 1947 წელს ჯოანი აჩენს ვაჟს – უილიამ ს. ბეროუზ უმცროსს. კანონთან პრობლემების გამო ოჯახი იძულებულია ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, სანამ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში მექსიკაში არ აღმოჩნდება. 1951 წლის 6 სექტემბერს მექსკაში "ვილჰელმ ტელის" როლის შესრულებისას მთვრალი ბეროუზი პისტოლეტიდან შემთხვევითი გასროლით სასიკვდილოდ ჭრის ცოლს. ბეროუზის თქმით, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ განაპირობა მისი, როგორც მწერლის, ჩამოყალიბება.
კარიერის დასაწყისი
ცოლის სიკვდილის შემდეგ ბეროუზი გაემართება სამხრეთ ამერიკაში სამოგზაუროდ. მას სურს იპოვოს ჰალუცინოგენი იახე, რომელიც ადგილობრივი შამანების მიერ გამოიყენება. გზაში მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერს გინზბერგისადმი წერილებში. მოგვიანებით ეს წერილები გამოიცემა ცალკე წიგნის სახით. დაახლოებით ამავე პერიოდში იქმნება მისი პირველი რომანები: "ჯანკი" და "პიდერი". პირველში აღწერილია მიდრეკილება ჰეროინისადმი. რომანი 1953 წელს იბეჭდება ნიუ-იორკის ერთ პატარა გამომცემლობაში. მეორე წიგნის თემა ჰომოსექსუალიზმია, რის გამოც მისი გამოცემა შეუძლებელი ხდება და მხოლოდ 1985 წელს იბეჭდება.
„შიშველი სადილი“ (Naked Lunch)
1953 წელს ბეროუზი ჯერ თავის მშობლებთან მიდის ფლორიდაში, შემდეგ ალან გინსბერგს მოინახულებს ნიუ იორკში და მიდის რომში. პოლ ბოუელის ნოველების გავლენით ტანჟერისკენ გაემართა, ქალაქისაკენ, რომელიც ჩრდილოეთ მაროკოშია განლაგებული და ომის შემდგომ ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების თავშესაფრად იქცა. იქ ბეროუზი იწყებს ნოველების ციკლის, რომელსაც ის „ინტერზონას“ უწოდებს – წერას. მოგვიანებით ეს ციკლი იქცევა მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად - „შიშველი სადილი“. წიგნი იწერება „მოზაიკური“ მეთოდით, რომელიც მოგვიანებით ტრანსფორმირდება „ნაფლეთების მეთოდში“ (cut-up technique). ბეროუზი ქმნის რომანს საკუთარი დოკუმენტური ჩანაწერებისაგან ჰეროინზე დამოკიდებულების, ჰომოსექსუალიზმის, პორნოგრაფიისა და ტანჟერის ნარკოტიკული სახის შესახებ, რომელიც მოგვიანებით ავტორის ცნობიერებაში ყალიბდება, როგორც ერთგვარი ინტერზონა (Interzone). ბეროუზის წარმოდგენაში ეს ინტერზონა დასახლებულია საიდუმლო აგენტებით, ნახევრად შეშლილი ექიმებითა და მუტანტებით. ის ცდილობს ამ ციკლის და ასევე ტანჟერზე დოკუმენტური მასალები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებას, რისთვისაც ის უგზავნის ნაწარმოებებს ალან გინსბერგს, მაგრამ უშედეგოდ. სავარაუდოდ ალან გინბერგი და კერუაკი, რომლებიც 1957 წელს მასთან იყვნენ ტანჟერში, მიეხმარენ ბეროუზს ნოველისთვის საბოლოო ფორმის მიცემაში. „შიშველი სადილი“ იბეჭდება 1959 წელს საფრანგეთში, პარიზის ცნობილ ინგლისურენოვან გამომცემლობაში "ოლიმპია". ამერიკაში წიგნს ასამართლებენ ამურალურობის გამო. რომანს იცავენ ნორმან მეილერი და ალენ გინზებერგი. ხანგრძლივი გარჩევების შემდეგ 1966 წელს "შიშველი სადილისაგან" იხსნება ყველა ბრალდება, არსებული სკანდალი კი წიგნს უფრო პოპულარულს ხდის. ბეროუზის რომანი "შიშველი სადილი" მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ამერიკულ ლიტერატურაში. აღსანიშნავია 1991 წელს კანადელი რეჟისორ დავით კრონენბერეგის მიერ ამ ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი.
„ნაფლეთების მეთოდი“
ბეროუზი თავის ნაწარმოებებს „ნაფლეთების მეთოდით“ ქმნის. მეთოდის შესახებ მწერალი თავისი მეგობრისგან, პოეტისა და მხატვრის, ბრაიონ გაისინისგან იგებს. მწერლობის მსგავსი ფორმა პირველად 20-იან წლებში დადაისტების მიერ იქნა წარმოდგენილი. ბეროუზმა ტექნიკა უფრო დახვეწა. მეთოდის არსი მარტივია. ბეროუზს მუდამ თან დააქვს რვეული. თითო გვერდზე სამი სვეტია. პირველ სვეტში იწერს ფაქტებს, რომლებიც გარშემო ხდება, ფრაზის ნაწყვეტებს, დიალოგებს, მეორე სვეტში – საკუთარ შთაბეჭდილებებს, ფიქრებს, მოგონებებს. მესამე სვეტი შეიცავს ციტატებს წიგნებიდან, რომელსაც იმ დროს კითხულობს მწერალი. ამ სამი სვეტისგან იქმნება მთლიანი წიგნი. თუმცა დადაისტებისაგან განსხვავებით, ბეროუზი უფრო გულდასმით არჩევს ნაფლეთებს და წიგნის რედაქტირებასაც მეტ დროს ანდომებს. „ნაფლეთების მეთოდის“ ანალოგია თანამედროვე პოპულარულ მუსიკაში სემპლების აქტიური ხმარებაა (ძირითადად ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-ჰოპში).
სიკვდილი
ბეროუზი გარდაიცვალა 1997 წლის 2 აგვისტოს 83 წლის ასაკში. მიუხედავად ჰეროინის ხმარებისა და უამრავი შემთხვევითი სექსუალური კავშირისა, მან უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე მისმა ცოლმა, შვილმა და მეგობრების უმეტესობამ (გინზბერგის ჩათვლით). ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზა გახდა.
საინტერესო ფაქტები
- ტერმინი ჰევი-მეტალი პირველად ჩნდება ბეროუზის რომანში „ნოვა ექსპრესი“ 1964 წელს.
- ბეროუზი შეიძლება ნახოთ ჯგუფ Ministry-ს კლიპში „Just one fix“.
- ბეროუზი ცოტა ხანს იყო საიენტოლოგთა სექტაში, შემდეგ კი მთელი ცხოვრება იბრძოდა მათ წინააღმდეგ.
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ამერიკელი მწერლები
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 1997
- უილიამ სიუარდ ბეროუზი
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის ამერიკელი მხატვრები
- XX საუკუნის ამერიკელი პოეტები
- ამერიკელი ეროტიკული ჟანრის მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი რომანისტები
- ამერიკელი მამაკაცი მხატვრები
- ამერიკელი მამაკაცი პოეტები
- ამერიკელი ოკულტისტები
- ბისექსუალი კაცები
- ბისექსუალი მწერლები
- ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ლგბტ რომანისტები
- ლგბტ პოეტები
- პოსტმოდერნისტი მწერლები
- ფსევდონიმიანი მწერლები