შინაარსზე გადასვლა

უიღურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უიღურები
ئۇيغۇر
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საერთო მოსახლეობა
11 000 000 (დაახ.)
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ჩინეთის დროშა ჩინეთი (სინძიანი) 10 019 758[1]
ესკიზის შექმნის შეცდომა:  ყაზახეთი 223 100[2]
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 55 220
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი 49 000[3]
თურქეთის დროშა თურქეთი 19 300
რუსეთის დროშა რუსეთი 3 696[4]
უკრაინის დროშა უკრაინა 197[5]
ენები უიღურული
რელიგიები სუნიზმი

უიღურები (უიღ. ئۇيغۇر; [6] Script error: No such module "Lang-zh".) — ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში.[7] უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში.[8] ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.[9]უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.

სახელი

სახელ უიღურის მნიშვნელობა უცნობია. ყველაზე ახლოს დგას სიტყვა uyushmaq-თან რომელიც აღნიშნავს გაერთიანებულ ხალხს. ორხონ-ენისეის ძეგლებზე უიღურები მოხსენებულია როგორც uyɣur[10] რაც ჩინურში ტანის დინასტიის ანალებში გადავიდა როგორც -Huí Hé (回紇).[11] მოგვიანებით 788 - 809 წლებში უიღურების მოთხოვნით დასახელება შეიცვალა Huí Hú (回鶻)-ით. ხუთი დინასტიის ისტორიაში ტერმინი განმარტებულია როგორც „არწივის ირაო“.[12]

ისტორია

უიღურების წინაპრები აზიის ერთ-ერთი უძველესი ტომი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰუნების ტომობრივ გაერთიანებაში.ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრდა VIII საუკუნეში. თურქთა სახაკანოსდაცემის შემდეგ მდინარე ორხონის ხეობაში ჩამოყალიბდა უიღურთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. 840 წელს ის დაარბიეს ენისეის ყირგიზებმა. ნაწილი XII საუკუნეში დაიპყრეს ტანგუტებმა და ყარახატაელებმა. XIV საუკუნეში უიღურები შევიდნენ მონღოლეთის შემადგენლობაში. მიუხედავად დამპყრობთა ძლიერი გავლენისა, უიღურებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება და ენა. 1949 წლიან უიღურები ცხოვრობენ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინძიანის ავტონომიურ რეგიონში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და შინახელოსნობა. ჩინეთის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში.[13]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Xinjiang 新疆. The China Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
  2. Агентство Республики Казахстан по статистике :Итоги переписи населения Республики Казахстан 2009 года Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. 3.1. Численность постоянного населения по национальностям. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
  4. Перепись населения России 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-23. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
  5. State statistics committee of Ukraine - National composition of population, 2001 census
  6. Mair, Victor. (13 July 2009) A Little Primer of Xinjiang Proper Nouns. Language Log. ციტირების თარიღი: 30 July 2009.
  7. Dillon, Michael (2004). Xinjiang: China's Muslim far northwest. Routledge. ISBN 978-0-415-32051-1. p.24
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Ethno-Diplomacy: The Uyghur Hitch in Sino-Turkish Relations (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
  10. Lilla Russell-Smith (2005). Uygur Patronage In Dunhuang: Regional Art Centres On The Northern Silk Road. Brill, გვ. 33. ISBN 978-9004142411Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  11. Colin MacKerras, The Uighur Empire According to the T'ang Dynasty Histories, Australian National University, 1972, p. 224.
  12. 舊五代史 Jiu Wudai Shi, Chapter 138. Original text: 回鶻,其先匈奴之種也。後魏時,號爲鐵勒,亦名回紇。唐元和四年,本國可汗遣使上言,改爲回鶻,義取迴旋搏擊,如鶻之迅捷也。]
  13. ჩინეთის ხელისუფლება მილიონამდე უიღურს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ბამბის პლანტაციებში ხელით მუშაობას რადიო „თავისუფლება“ დეკემბერი 16, 2020

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted