უკვდავები: სამყაროების ომი
„უკვდავები: სამყაროების ომი“ | |
---|---|
ფაილი:Immortal (2004 film) poster.jpeg ფილმის პოსტერი | |
ჟანრი |
ფანტასტიკა დრამა ბიოპანკი |
რეჟისორი | ენკი ბილალი |
პროდიუსერი | შარლ გასო |
სცენარის ავტორი |
ენკი ბილალი სერჟ ლემანი |
როლებში |
ლინდა ჰარდი ტომას კრეჩმანი შარლოტ რემპლინგი |
კომპოზიტორი |
Sigur Rós გორან ვეივოდა |
გამოსვლის თარიღი | 24 მარტი 2004 (საფრანგეთი) |
ხანგრძლივობა | 102 წთ. |
ქვეყანა | საფრანგეთის დროშა საფრანგეთი |
ენა |
ფრანგული ინგლისური |
ბიუჯეტი | €22,1 მილიონი |
შემოსავალი | $6,251,029 |
უკვდავები: სამყაროების ომი (ფრანგ. Immortel, ad vitam; ინგლ. Immortal) — რეჟისორ ენკი ბილალის ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მისსავე გრაფიკული ნოველის ორ ნაწილზე „უკვდავების კარნავალი“ და „ქალი ხაფანგი“. ფილმი ახლოს დგას ბიოპანკთან.
სიუჟეტი
ფილმის მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკში 2095 წელს. ბნელ და ფუტურისტულ მომავლის ქალაქში დასახლდებიან გენეტიკურად მოდიციცირებული ადამიანები, გადანერგილი ორგანოებით. ნანოქირურქიის სასწაულები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კორპორაცია „ევგენიკის“ წყალობით, რომელიც ჩარეულია ადამიანების მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ცდებში და უცხოპლანეტელები, რომლებიც ამასთანავე ფლობენ დიდ ძალაუფლებას ამ სამყაროში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა ანომალია, ეგრეთ წოდებული „შემოჭრის ზონა“, რომლის შეღწევის შემთხვევაში ადამიანები უღუპებიან. ქალაქის თავზეა პირამიდა, სადაც იმყოფებიან ძველი ეგვიპტის ღმერთები ანუბისი და ბასტეტი, რომლებიც წყვეტენ ჰოროსის ბედს.
„ევგენიკა“ ხელში ჩაიგდებს საცდელთა მორიგ პარტიას. მათ შორის აღმოჩნდება ჯილი — არაადამიანური წარმოშობის უცნაური ქალი, ლურჯი თმებითა და უჩვეულო შესაძლებლობებით. მას არ ახსოვს თავისი წარსული, იღებს უცნობ აბებსა და ენდობა მხოლოდ ვინმე ჯონს. ჯილი მოხდება ექიმ ელმა ტერნერის ხელში, რომელიც მას თანამშრომლობას სთავაზობს.
ღმერთი ჰოროსი ეძებს და ნიუ-იორკში პოულობს მისთვის შესაფერის სხეულს. თავის არჩევანს გააკეთებს ცნობილ რევოლუციონერზე, სახელად ნიკოპოლზე, რომლის სხეული უხდება ჰოროსს, რამეთუ მისი სხეული არ ექვემდებარებოდა გენეტიკურ ცვლილებას — ბოლო 30 წელი ნიკოპოლმა კრიო-ციხეში გაატარა. ნიკოპოლის ქმედებებზე ჰოროსი კონტროლს ნაწილობრივ დაამყარებს, ჰოროსი მას აიძულებს ნიუ-იორკში მოძებნოს ქალი, რომელიც შეძლებს ღმერთისგან მუცლად ღებას. იგი სწორედ ჯილი აღმოჩნდება.
როლებში
მსახიობი | როლი |
---|---|
ლინდა ჰარდი | ჯილი |
ტომას კრეჩმანი | ნიკოპოლი |
შარლოტ რემპლინგი | ექიმი ელმა ტერნერი |
ტომას პოლარდი | ჰოროსი |
იან კოლეტი | ინსპექტორი ფრობე |
ჯერი დი ჯაკომო | ჯეკ ტერნერი |
კორინა ჟაბერი | ლილ ლიანგი |
ფრედერიკ პიერო | ჯონი |
ჯო შერიდანი | სენატორი კაილ ოლგუდი |