უკრაინის კარპატები
უკრაინის კარპატები | |
---|---|
უკრაინის კარპატები, ჰოვერლა უკრაინის კარპატები, ჰოვერლა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | უკრაინის დროშა უკრაინა |
უმაღლესი წერტილი | ჰოვერლა |
სიმაღლე | 2061 მ |
სიგრძე | 280 კმ |
სიგანე | 100 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
უკრაინის კარპატები (უკრ. Українські Карпати) — ქედი უკრაინაში, აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი. გადაჭიმულია უმეტესწილად ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, იმიერკარპატებისა და ჩერნოვცის ოლქების ტერიტორიებზე.[1]
სიგრძე დაახლოებით 280 კმ, სიგანე 100 კმ-ზე მეტი. ფართობი 24 ათ. კმ². სიმაღლე 2061 მ (მთა ჰოვერლა). გეოლოგიურ აღნაგობაში ჭარბობს ცარცულ-პალეოგენური ასაკის ფლიში; არის იურული კირქვებისა და პალეოზოური კრისტალური ფიქლების გამოსავლები. ნეოგენური ვულკანოგენური წარმონაქმნები წარმოდგენილია ანდეზიტებით, ბაზალტებითა და ტუფებით.[2]
ფერდობები დაფარულია შერეული და მუქწიწვოვანი ტყით, ქვედა სარტყელში გვხვდება წიფლის ტყეები. ზედა სარტყელში არსებული მდელოები ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება. მოიპოვება ნავთობის, აირის, მურა ნახშირის, გოგირდის, ოზოკერიტის, კალიუმის მარილის, ქვამარილის საბადოები და სხვა. უკრაინის კარპატების ფარგლებში განვითარებულია ტურიზმი.[3]
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted